ანრი ოხანაშვილი - კომიტეტის ხელმძღვანელის პოსტზე ჩემს წარდგენას საფუძვლად დაედო ის ღირებულებები, რომელიც „ქართულ ოცნებას“ გააჩნია

იურიდიული კომიტეტის ხელმძღვანელის პოსტზე ჩემს წარდგენას საფუძვლად დაედო სწორედ ის ღირებულებები, რომელიც „ქართულ ოცნებას“ გააჩნია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ანრი ოხანაშვილმა განუცხადა.

რაც შეეხება იმას, რომ იურიდიული კომიტეტის ხელმძღვანელად მის წარდგენას უმრავლესობის სხდომაზე ეკა ბესელიამ, გედევან ფოფხაძემ და ლევან გოგიჩაიშვილმა მხარი არ დაუჭირეს, ოხანაშვილის თქმით, ეს აღნიშნული დეპუტატების პირადი არჩევანია.

"ძალიან დიდი მადლობა გუნდს ასეთი დიდი მხარდაჭერისთვის, ვინაიდან გადაწყვეტილება უმრავლესობამ მიიღო. ამას ბევრ სხვა საკითხთან ერთად საფუძვლად დაედო სწორედ ის ღირებულებები, რომელიც „ქართულ ოცნებას“ გააჩნია. შესაბამისად, ნებისმიერი სხვა ჩემი კოლეგის დამოკიდებულება ამ საკითხისადმი არის მისი პირადი პოზიცია და არჩევანი. სხვა დამატებითი კომენტარი გუნდის წევრების შესახებ არ მიმაჩნია სწორად", - განაცხადა ოხანაშვილმა.

იხილეთ ვიდეო:

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა