ლევან ხაბეიშვილმა ვაკის გამგეობაში საპატრულო პოლიცია გამოიძახა

საკრებულოს დეპუტატი ლევან ხაბეიშვილი ვაკის რაიონის გამგებლის ნოდარ ტურძელაძისგან იმ დოკუმენტაციის გადაცემას ითხოვს, რომლითაც ნათელი გახდება თუ რის საფუძველზე გაიცა „სოციალური მიზნით გათვალისწინებული თანხები „ქართული ოცნების“ კოორდინატორებისთვის“.

ლევან ხაბეიშვილის თქმით, რადგან მას გამგებელი არ აძლევს დოკუმენტაციის გაცნობის უფლებას, იძულებული გახდა ადგილზე საპატრულო პოლიცია გამოიძახოს.

„გამგებელმა საბიუჯეტო სახსრები გამოიყენა „ქართული ოცნების“ კოორდინატორების დასახმარებლად. ეს დასტურდება კონკრეტული დოკუმენტაციით. გამგეობაში იმისთვის მოვედით, რომ მე, როგორც საკრებულოს და სარევიზიო კომისიის წევრი სრული უფლება მაქვს დედნებში გავეცნო განცხადებას, რომლითაც „ქართული ოცნების“ კოორდინატორებმა მიმართეს გამგეობას. ამ განცხადებაში ნახავთ, რომ ეს ადამიანები არ არიან სოციალურად დაუცველები და რეალობაში გაღატაკებული და გაჭირვებულების თანხა მიითვისა გამგებელმა.

მე ვითხოვდი თუ რის საფუძველზე მოხდა ამ თანხის გადარიცხვა გამგებლის მიერ კოორდინატორებზე, თუმცა ამ ადამიანებმა ამის საშუალება არ მომცეს. მათ არ უნდათ, რომ გავეცნოთ ამ ინფორმაციას. არგუმენტად მითხრეს, რომ ეს არის პირადი ინფორმაცია. მე ვარ საკრებულოს დეპუტატი, მაკონტროლებელი ორგანოს წარმომადგენელი ვარ, რადგან არ მაძლევენ ამის საშუალებას, გამოვიძახე პოლიცია.

ამ გამგეობაში ინახება დოკუმენტაცია, რომელიც საბოლოოდ უნდა იქცეს სისხლის სამართლის დევნის დაწყების საფუძველი გამგებელზე. საპატრულო პოლიციამ უნდა უზრუნველყოს რომ არ განადგურდეს ეს დოკუმენტაცია“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

იხილეთ ვიდეო: ლევან ხაბეიშვილმა ვაკის გამგეობაში საპატრულო პოლიცია გამოიძახა

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა