მამუკა ბახტაძე - უშგულში ტურიზმი სწრაფად ვითარდება, რასაც შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწესრიგება სჭირდება

უშგულში ტურიზმი სწრაფად ვითარდება, რასაც შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწესრიგება სჭირდება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ უშგულის მოსახლეობასთან შეხევედრისას განაცხადა.

პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, მამუკა ბახტაძე დღეს უშგულში იმყოფებოდა, სადაც უშგულის ლამარიას - ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის ეზოში ადგილობრივ მცხოვრებლებს შეხვდა, მათ პრობლემებს გაეცნო და მოსახლეობისგან წინადადებები მოისმინა.

მათი ინფორმაციით, ადგილობრივების ძირითად პრობლემას გზების მოწესრიგება, უძველესი კოშკების აღდგენა-გამაგრება, წყლის სისტემის გაუმართაობა და ელექტრობოძებისა და გაყვანილობის რეაბილიტაცია წარმოადგენს.

მთავრობის მეთაურმა ადგილობრივებს მიაწოდა ინფორმაცია, რომ 2019-2020 წლებში რეგიონში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება, რისთვისაც 100 მილიონი ლარია გამოყოფილი.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ უშგულში ტურიზმი სწრაფად ვითარდება, რასაც შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწესრიგება სჭირდება.

მამუკა ბახტაძემ უშგულის ურბანულ განახლებაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ უკვე დასრულებულია მუშაობა გენერალურ გეგმაზე, რაც უშგულის გეგმაზომიერ განვითარებას შეუწყობს ხელს, ისე, რომ უძველესი სახლებისა და კოშკების პირვანდელი იერსახე შენარჩუნდეს.

პრემიერმა ხაზი გაუსვა ამ პროცესში ადგილობრივების მაქსიმალური ჩართულობისა და თანადგომის მნიშვნელობას. მოსახლეობა ასევე დაინტერესდა პროგრამით, რომელიც საოჯახო სასტუმროების განვითარების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

პრემიერ-მინისტრმა მათ პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. უშგულის მცხოვრებლების თხოვნის შესაბამისად, მთავრობის მეთაურმა შესაბამის უწყებებს უკვე დაავალა, რომ ელექტროენერგიის მიწოდებისა და წყალმომარაგების სისტემაში არსებული შეფერხებები უახლოეს მომავალში აღმოიფხვრას.

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს