საფრანგეთმა ხუან გუაიდო ვენესუელას დროებით პრეზიდენტად აღიარა

საფრანგეთმა ხუან გუაიდო ვენესუელას დროებით პრეზიდენტად აღიარა. ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ივ ლე დრიანმა განაცხადა.

„ვინაიდან ვენესუელაში მართვის საპრეზიდენტო მოდელია, საჭიროა კრიზისიდან გამოსვლა საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნის გზით. ჩვენ მივიჩნევთ, რომ ხუან გუაიდოს ლეგიტიმურობა აქვს აღნიშნული არჩევნები ჩაატაროს. ხალხი ქუჩაშია გამოსული. ხალხს ცვლილებები სურს“, - განაცხადა საფრანგეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

ჟან-ივ ლე დრიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აუცილებელია თავისუფალი არჩევნების ჩატარება, რომელიც ვენესუელელი ხალხის ნებასა და არჩევანს გამოხატავს“.

„ეს დემოკრატიული მოთხოვნაა“, - დასძინა მან.

შეგახსენებთ, რომ 26 იანვარს საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ თუ ნიკოლას მადურო რვა დღეში არჩევნებს არ ჩაატარებდა, ოფიციალური პარიზი პრეზიდენტად ხუან გუაიდოს აღიარებდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა