აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი - პეის ტერმინალის პროექტის დაფინანსებაზე ხელშეკრულების ხელმოწერა საქართველოს ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანია

„პეის ტერმინალის" პროექტის დაფინანსებაზე ხელშეკრულების ხელმოწერა საქართველოს ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა როს უილსონმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი განცხადებით, ეს ნაბიჯი ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერის კიდევ ერთი დადასტურებაა.

„დღეს მიღწეული შეთანხმება არის ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოს ეკონომიკური განვითარებისთვის, რათა ქვეყანამ შეძლოს ახალ ბაზრებზე წვდომა.

ჩვენ გვიხარია, რომ პროექტს მხარს უჭერს აშშ-ს საზღვარგარეთის კერძო ინვისტიციების კორპორაცია. ეს, რა თქმა უნდა, აშშ-ს მხარდაჭერას წარმოადგენს საქართველოს მიმართ", - განაცხადა აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა როს უილსონმა.

ფოთში ახალი პორტი და ტერმინალი აშენდება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ „პეის ჯგუფისა“ და აშშ-ის კერძო უცხოური ინვესტიციების კორპორაციის (OPIC) მიერ პეის ტერმინალის დაფინანსების შესახებ ხელშეკრულებაზე ხელმოწერის ოფიციალური ცერემონიის დაწყებამდე განაცხადა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა