„საქართველოს პატრიოტები“ „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლების დანაშაულებრივ რეჟიმად გამოცხადების თაობაზე რეზოლუციის პროექტის კენჭისყრაზე გატანას ითხოვს

ფრაქცია „საქართველოს პატრიოტები“ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დანაშაულებრივ რეჟიმად გამოცხადების თაობაზე მომზადებული რეზოლუციის პროექტის კენჭისყრაზე გატანას ითხოვს.

როგორც ბიუროს სხდომაზე ფრაქციის თავმჯდომარემ გიორგი ლომიამ განაცხადა, თუკი საკითხი კენჭისყრაზე არ გავა, ფრაქცია კენჭისყრის ალტერნატიულ ფორმას მიმართავს. სათითაოდ მივა ყველა დაპუტატთან და რეზოლუციის პროექტზე ხელმოწერის გაკეთებას სთხოვს. ლომიამ ამ კონტექსტში გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ყველა ეს ჩანაწერი „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების პირობებშია შექმნილი.

„ნაციონალური მოძრაობა ან უნდა გამოცხადდეს დანაშაულებრივ რეჟიმად ან მმართველმა გუნდმა უნდა თქვა, რომ უარს ამბობს ამის გაკეთებაზე“, - განაცხადა გიორგი ლომიამ.

როგორც მის პასუხად პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განმარტა, რეზოლუციის პროექტი პლენარული სხდომის დღის წესრიგში კენჭსაყრელ საკითხებს შორის უკვე ასახულია.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა