მიხეილ რამიშვილი - სასულიერო პირებს უფლება არ აქვთ, ადამიანს ზიარებაზე უარი უთხრან - გადახედონ აღთქმას და სჯულის კანონს

მამა გიორგის სულიერი მდგომარეობა კატასტროფულია - სასულიერო პირებს არანაირი უფლება არ აქვთ, რომ ზიარებაზე უარი უთხრან ადამიანს, გადახედონ აღთქმას და სჯულის კანონს, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ე.წ. ციანიდის საქმეში მსჯავდებული დეკანოზის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა განუცხადა. ადვოკატი საპატრიარქოსთან მიმდინარე აქციას შეუერთდა, რომელსაც დეკანოზის ოჯახის წევრები და ახლობლები მართავენ.

მიხეილ რამიშვილის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ მას იმედი აქვს სტრასბურგის სასამართლოს სამართლიანი და ობიექტური გადაწყვეტილების, მამა გიორგისთვის უმნიშვნელოვანესი მაინც სულიერი მდგომარეობაა, რომელიც სასულიერო პირებს, ზიარებას სთხოვს.

„სტრასბურგში გაგზავნილია საჩივარი იმ უკანონობის თაობაზე, რაც საქართველოში ხდება – მართლმსაჯულება და სასამართლო სისტემა არ არსებობს. შესაბამისად, ჩვენი მოთხოვნა არის ცალსახა. ერთ რაღაცას მინდა ხაზი გავუსვა: ადამიანი ფიზიკურადაც კვდება, მაგრამ სულიერად უფრო ცუდი არის მისი სიკვდილი. მამა გიორგის სულიერი მდგომარეობა არის კატასტროფული. ადამიანს, რომელიც ითხოვს ზიარებას, არანაირი უფლება არ აქვს სასულიერო პირებს, რომ ზიარებაზე უარი უთხრან. კარგად გადახედონ აღთქმასაც, სჯულის კანონსაც და კეთილი ინებონ, ეს ვალდებულებაა. ზიარება სჭირდება მისი სულიერი მდგომარეობისთვის, თორემ დანარჩენი სტრასბურგიდან რაც იქნება, ყველასთვის ნათელი მაგალითი გახდება, თუ რა უსამართლო ქვეყანაში ვცხოვრობთ“, – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა