ნიკოლას მადურო რომის პაპს - ქრისტეს საქმეს ვემსახურები! დაგვეხმარეთ ვენესუელაში დიალოგის განმტკიცებაში!

ვენესუელას ე.წ. პრეზიდენტი ნიკოლას მადურო რომის პაპს ფრანცისკეს მიმართავს თხოვნით, ხელი შეუწყოს ვენესუელაში დიალოგის პროცესის ჩამოყალიბებას.

ამის შესახებ ნიკოლას მადურომ იტალიურ ტელეარხ Sky TG24-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„წერილით მივმართე რომის პაპს, ფრანცისკეს. ამ წერილში მას ვეუბნები, რომ ქრისტეს საქმეს ვემსახურები. ამასთან დაკავშირებით მას ვენესუელაში დიალოგის პროცესის ჩამოყალიბება და განმტკიცებაში დახმარება ვთხოვე“, - განაცხადა ნიკოლას მადურომ.

ნიკოლას მადურომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ „რომის პაპს თხოვს, თავისი ძალები და ნება გამოიყენოს, რათა ვენესუელას დიალოგის გზაზე დაეხმაროს“.

„ვიმედოვნებთ, რომ რომის პაპისგან დადებით პასუხს მივიღებთ“, - დასძინა მან.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა