აუდიტის სამსახური - თავდაცვის სამინისტროში სამხედრო მოსამსახურეების უნიფორმით სრულად უზრუნველყოფა ვერ ხდება

თავდაცვის სამინისტროში სამხედრო მოსამსახურეების უნიფორმით სრულად უზრუნველყოფა ვერ ხდება, - ამის შესახებ აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ძალოვანი უწყებების უნიფორმებით უზრუნველყოფის ეფექტიანობის ანგარიშშია აღნიშნული.

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, აუდიტის ობიექტებს წარმოადგენდნენ, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო; სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი; შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო.

ანგარიშის თანახმად, სხვადასხვა სახის სისტემური ნაკლოვანებები გამოვლინდა. კერძოდ, ხელმისაწვდომობაში არსებული ნაკლოვანება - ძალოვანი უწყებების მოსამსახურეები (გარდა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისა) სრულყოფილად არ არიან უზრუნველყოფილნი წინასწარ განსაზღვრული, ნორმებით დადგენილი ოდენობების უნიფორმებით. ზოგიერთ შემთხვევაში დადგენილი ნორმები არ ასახავს რეალურ საჭიროებას და გადახედვას საჭიროებს.

ამასთან, ანგარიშის თანახმად, თავდაცვის სამინისტროში, არასაკმარისი ფინანსური რესურსის გამო, რომელიც ამ კომპონენტისთვის არის გამოყოფილი (აღსანიშნავია რომ წლების განმავლობაში უნიფორმებით უზრუნველყოფა უმჯობესდება) ვერ ხდება სამხედრო მოსამსახურეების უნიფორმით სრულად უზრუნველყოფა.

„სხვადასხვა აუდიტის ობიექტზე არსებობს რესურსების პროდუქტიულად გამოყენების მნიშვნელოვანი პოტენციალი. კერძოდ, არაპრიორიტეტული ჯგუფებისთვის უნიფორმის მიწოდების შემცირებით, შესაძლოა მეტი რესურსის პრიორიტეტულ ჯგუფებზე მიმართვა. მაგალითად, თუ პირი ორგანიზაციაში ადმინისტრაციულ ფუნქციას ასრულებს, მასზე გაცემული საველე უნიფორმა ნაკლებად ცვდება, რადგან ის არ მონაწილეობს ყოველდღიურ წვრთნებში. შესაბამისად შესაძლებელია უნიფორმის მოხმარების ვადის გაზრდა, რაც გამოიწვევს ეკონომიას. აუდიტის მიერ შესწავლილი შემთხვევებიდან, დაახლოებით 4,2 მილიონი ლარი შესაძლოა უფრო პროდუქტიულად იქნეს გამოყენებული და მისი ნაწილი მიიმართოს უნიფორმის შესყიდვაზე იმ მოსამსახურეებისთვის, რომელთაც აღნიშნულის მეტი საჭიროება გააჩნიათ“, - აღნიშნულია ანგარიშში.

ინფორმაციას „ბიზნესპრესნიუსი“ ავრცელებს.

იხილეთ სტატია

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა