თავდაცვის მინისტრის მოადგილე - აუდიტის დასკვნა, რომ სამხედროები სრულყოფილად არ არიან უზრუნველყოფილნი უნიფორმებით, დაფუძნებულია 2017 წლის მონაცემებზე

თავდაცვის მინისტრის მოადგილის გიორგი ბუთხუზის განცხადებით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნა, რომლის მიხედვითაც, თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეები სრულყოფილად არ არიან უზრუნველყოფილნი წინასწარ განსაზღვრული, ნორმებით დადგენილი ოდენობების უნიფორმებით, დაფუძნებულია 2017 წლის მონაცემებზე, დღეს კი სიტუაცია მკვეთრად არის გაუმჯობესებული.

როგორც მინისტრის მოადგილემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში განაცხადა, მას შემდეგ განხორციელდა იმ რაოდენობის, იმ ხარისხის და სტანდარტების შესყიდვები, რომლებმაც არა თუ 100%-მდე აწია სამხედრო მოსამსახურეების სანივთე ქონებით მომარაგების მაჩვენებელი, არამედ შექმნა ის მარაგები, რომელიც მომავალში მოემსახურება შეიარაღებულ ძალებს.

„სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნასთან დაკავშირებით შემიძლია გითხრათ, რომ დასკვნის ის ნაწილი, რომელიც ეხება თავდაცვის სამინისტროს, დაფუძნებულია 2017 წლის მონაცემებზე. დღესდღეობით სიტუაცია არის მკვეთრად გაუმჯობესებული. კერძოდ, 2018 წლის განმავლობაში განხორციელდა იმ რაოდენობის, იმ ხარისხის და სტანდარტების შესყიდვები, რომლებმაც არა თუ 100%-მდე აწია სამხედრო მოსამსახურეების სანივთე ქონებით მომარაგების მაჩვენებელი, არამედ შექმნა ის მარაგები, რომელიც მომავალში მოემსახურება შეიარაღებულ ძალებს. დღეის იქით და მომდევნო წლებში თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალები სრულყოფილად იქნება მომარაგებული ყველანაირი სანივთე ქონებით. პრობლემები მომდინარეობდა ძველი წლებიდან, მათი ხასიათი ძირითადად მემკვიდრეობითი იყო, რაც გამოსწორდა სწორი პოლიტიკით. კერძოდ, აღნიშნულ საკითხზე მიემართა თანხების მნიშვნელოვანი ნაწილი და ბიუჯეტი, 2015 წელთან შედარებით 2017 წელს ამ კუთხით გაორმაგებული იყო. შესაბამისად, ამან შექმნა იმის წინაპირობა, რომ მომავალში თავდაცვის ძალები სრულყოფილად, 100%-ით მაღალი სტანდარტების და ტექნიკური მახასიათებლების სანივთე ქონებით იყოს მომარაგებული. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ფორმით უზრუნველყოფის მიდგომაც შეიცვალა. თუ ადრე სამხედრო მოსამსახურეს წელიწადში 1 უნიფორმა და 1 ფეხსაცმელი ჰქონდა, 2019 წლიდან მინისტრის ბრძანებით დამტკიცდა 2 წელიწადში 3 უნიფორმა და 3 ფეხსაცმელი, სერჟანტ-კაპრალებზე და 2,5 წელიწადში 3 უნიფორმა და 3 ფეხსაცმელი - ოფიცრებზე. შესაბამისად, ეს თავდაცვითი ძალების უნიფორმით მომარაგების უწყვეტობის ციკლს უზრუნველყოფს“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

იხილეთ ვიდეო

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს