ანონსი 5 თებერვალი

5 თებერვალს, 09:55 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოცხადდება გადაწყვეტილება საქმეზე, რომელშიც თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლები სუს-ს მათი შვილის უდანაშაულობის პრეზუმპციის დარღვევას ედავებიან. მოსარჩელეების ინტერესებს „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“(EMC) წარმოადგენს.

5 თებერვალს, 10.00 საათზე, სასტუმრო „რუმსი თბილისი“-ში უსაფრთხო ინტერნეტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართება.

5 თებერვალს, 10:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის შენობის უკანა შესასვლელთან პროგრესულ-დემოკრატიული მოძრაობა სასამართლოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით საპროტესტო აქციას გამართავს.

საკონტაქტო პირები: ლაშა სტურუა - 591 25 09 76; გიორგი ხაჩიძე - 597 699 699

5 თებერვალს 10:15 საათზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახალ ხელმძღვანელს მარიამ ქვრივიშვილს ადმინისტრაციის თანამშრომლებს და მედიას წარუდგენს.

მის.: სანაპიროს ქ.#2 (იუსტიციის სახლის შენობა)

5 თებერვალს, 10:30 საათზე, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ ყაველაშვილი ქართველ მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილს შეხვდება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N224

5 თებერვალს, 10:30 საათზ, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ზაზა პაპუაშვილი „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენციას გამართავს. მის.: მიხეილ ჭიაურელის ქ. #19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე)

საკონტაქტო პირი ეკა გულუა - 599726565.

5 თებერვალს, 11:00 საათზე, საკრებულოს წევრები: ირაკლი ნადირაძე და ლევან ხაბეიშვილი მთავარ პროკურატირაში 2 სარჩელს შეიტანენ.

თემა: ვაკის გამგეობიდან ოცნების კოორდინატორებისთვის თანხის ჩარიცხვა; კალაძე-ფარცხალაძის გარიგება ვაკეში მიწის ნაკვეთის ადგილმონაცვლეობასთან დაკავშირებით.

5 თებერვალს, 11:00 საათზე, „ძალა ერთობაშიას“ ოფისში დიმიტრი შაშკინის პრესკონფერენცია გაიმართება.

მის.: ჭავჭავაძის #29

5 თებერვალს, 11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” გამგეობის თავმჯდომარის, ეკა ლალიაშვილის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელებისთვის სავალდებულო დაზღვევის შემოღების საკითხი. შსს-ს კანონპროექტი - საგზაო უსაფრთხოების სფეროში რეგულაციების გამკაცრება.

მის.: ა. წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა N49

საკონტაქტო ტელ.: 593 53 45 24

5 თებერვალს, 11:00 საათზე, ვაკის მედიათეკაში თბილისის მუნიციპალიტეტის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანებასა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდება, რომელსაც ხელს მოაწერენ მერის მოადგილე სოფო ხუნწარია და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიგა ზედანია.

მის.: ვაკე, ილია ჭავჭავაძის გამზ. #76

საკონტაქტო პირი ია ვეკუა - 599 51 67 07

5 თებერვალს, 11:00 საათზე, სასტუმრო „ბომონდ გარდენში“ ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის ორგანიზებით მწარმოებელი და დისტრიბუტორი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდება. შეხვედრაზე მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების თაობაზე ახალი ტექნიკური რეგლამენტის მოსალოდნელ შედეგებსა და რეგლამენტით გამოწვეული პრობლემების გადაჭრის გზებზე იმსჯელებენ.

მის.: მარშალ გელოვანის გამზ. N6ა

5 თებერვალს, 11:00 საათზე, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერია“-ში, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი დიპლომატიურ კორპუსს, ბიზნეს ასოციაციებს, დონორ ორგანიზაციებსა და საერთაშორისო პროექტებში მონაწილე კომპანიებს ქვეშეთი-კობის 9 კმ-იანი გვირაბის მშენებლობის შესახებ პრეზენტაციას წარუდგენს და სატენდერო პირობებს გააცნობს.

ღონისძიებას დაესწრებიან: საქართველოს ვიცე-პრემიერი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი; მინისტრის პირველი მოადგილე, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძე; დიპლომატიური კორპუსის, დონორი ორგანიზაციებისა და საერთაშორისო სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლები.

მის.: ვარდების რევოლუციის მოედანი N1

5 თებერვალს, 11:30 საათზე, ვეტერანი სპორტსმენი, ოლიმპიური ჩემპიონი, მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი, ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდიუმის წევრი რომან რურუა „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: ბოლო პერიოდში „სპორტულ ოჯახში“ მიმდინარე პროცესები.

მის.: მიხეილ ჭიაურელის ქ. #19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე)

საკონტაქტო პირი ეკა გულუა - 599726565

5 თებერვალს, 12:00 საათზე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები, ნაზი ჯანეზაშვილი და ანა დოლიძე სხვადასხვა დარგის ექსპერტებს და ანალიტიკოსებს შეხვდებიან.

თემა: სასამართლო სისტემაში არსებული გამოწვევები.

მის.: ბოჭორმის ქ. #12, იუსტიციის უმაღლესი საბჭო

5 თებერვალს, 12:00 საათზე, მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში საზოგადოებრივ კოლეჯ „სპექტრის“ დირექტორის, მათე ტაკიძის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: პროფესიული განათლების სისტემის რეფორმირება და დაგეგმილი ცვლილებები.

მის.: ა. წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა N49

საკონტაქტო ტელ.: 593 53 45 24

5 თებერვალს, 12:00 საათზე, საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომა გაიმართება.

პლენარულ სხდომათა დარბაზი, B კორპუსი, III სართული

5 თებერვალს, 12:00 საათზე, „თიბისი გალერეაში“ თბილისის რიგით 22-ე ჯაზ ფესტივალთან დაკავშირებული პრესკონფერენცია გაიმართება. ღონისძიებას გაუძღვებიან კომპანია „ისთერნ პრომოუშენსის“ დირექტორი გიორგი კერესელიძე, „თიბისი ბანკის“ მარკეტინგის დირექტორი ნინო ეგაძე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი და თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია.

5 თებერვალს, 13:00 საათზე, „ლეიბორისტული პარტიის“ ცენტრალურ ოფისში, „ლეიბორისტული პარტიის“ უფლებადაცვითი ცენტრის ხელმძღვანელის, ეკოლოგ ლაშა ჩხარტიშვილის საგანგებო ბრიფინგი გაიმართება, რომელიც ჰესების მშენებლობის აკრძალვასთან დაკავშირებით მის მიერ მომზადებულ კანონპროექტსა და მის მხარდასაჭერად 30 000 ხელმოწერის შეგროვების კამპანიას მიეძღვნება.

საკონტაქტო პირი ლაშა ჩხარტიშვილი - 558 29 69 80

5 თებერვალს, 13:00 საათზე, სურამის ფსიქიატრიული კლინიკის გახსნას ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის გენერალური დირექტორი ლაშა კილაძე, საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები და სხვა ოფიციალური პირები დაესწრებიან.

მის.: სურამი, რუსიას ქ. #12

საკონტაქტო პირი სოფო ჭუმბურიძე - 599 120009

5 თებერვალს, 13:00 საათზე, საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერი, ხატია მოისწრაფიშვილი ბრიფინგს გამართავს.

მის.: ათონელის ქ. N 25 (შემოსვლა სანაპიროს მხრიდან)

5 თებერვალს, 14:00 საათზე, თბილისის მერი კახა კალაძე სარაჯიშვილზე, გლდანულას ხიდს დაათვალიერებს.

საკონტაქტო ტელ: ლანა 577158572

5 თებერვალს 16.00 საათზე, საქართველოს პარლამენტის შენობის უკანა შესასვლელთან პროგრესულ-დემოკრატიული მოძრაობა, სასამართლოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით საპროტესტო აქციას გამართავს.

საკონტაქტო პირები ლაშა სტურუა - 591 25 09 76, გიორგი ხაჩიძე - 597 699 699

5 თებერვალს, 16:00 საათზე, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წევრები ექსპერტებს შეხვდებიან.

თემა: ტურიზმის კანონმდებლობასთან დაკავშირებით რეგულირების გავლენის ანალიზი.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N616

5 თებერვალს, 17:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში პოეტ ტარიელ ხარხელაურთან შეხვედრა გაიმართება.

მის.: ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი, 206-ე აუდიტორია

5 თებერვალს, 18:30 საათზე, რონდელის ფონდში, დისკუსია “უკრაინის ავტოკეფალური მართმადიდებლური ეკლესიის როლი უკრაინის ისტორიაში” გაიმართება.

მის.: შიო ჩიტაძის ქ. #3ა (შესასვლელი იტალიის საელჩოს ეზოდან)

საკონტაქტო პირი მერი ბინიაშვილი - 599 17 00 13

5 თებერვალს, 18:45 საათზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ტექნოპარკში გაიმართება FABTalks-ის მორიგი შეხვედრა საერთაშორისო გამოცდილების სამრეწველო დიზაინერთან - ზვიად ციკოლიასთან.

თემა: როგორ შევქმნათ წარმატებული პროდუქტი.

მის.: ოქროყანა, ინოვაციების ქ.# 7

საკონტაქტო პირი სალომე არშბა 599 71 21 31

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს