შიდა ქართლის გუბერნატორი - ყველა ბერკეტს ვიყენებთ, რომ მამა დავითი უმოკლეს დროში გათავისუფლდეს უკანონო პატიმრობიდან

სოფელ ნიქოზთან დაკავებულ სასულიერო პირთან დაკავშირება ამ დრომდე ვერ ხერხდება, თუმცა ცნობილია, რომ ცხინვალისა და ნიქოზის ეპარქიის მღვდელი ცხინვალის მილიციის განყოფილებაშია გადაყვანილი.

„საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გამყოფი ხაზის პერიმეტრზე სასულიერო პირი უკანონოდ დააკავეს. დაკავებული მღვდლის უმოკლეს ვადაში გათავისუფლების ღონისძიებებში დაუყოვნებლივ ჩაერთო ყველა შესაბამისი სახელმწიფო უწყება. დაკავების ფაქტიდან მალევე ამოქმედდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ,,ცხელი ხაზი", საქართველოს ხელისუფლება, როგორც ცენტრალურ ისე ადგილობრივ დონეზე, ჩვენს ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს ვიყენებთ იმისთვის, რომ უმოკლეს დროში მოხდეს მამა დავით დურგლიშვილის გათავისუფლება უკანონო პატიმრობიდან", - განაცხადა შიდა ქართლის გუბერნატორმა გიორგი ხოჯევანიშვილმა.

საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ნიქოზთან, ე.წ. მესაზღვრეებმა ცხინვალისა და ნიქოზის ეპარქიის სასულიერო პირი, მამა დავითი (დურგლიშვილი) გუშინ საღამოს დააკავეს. მამა დავითი თანმხლებ პირებთან ერთად გამყოფი ხაზის პერიმეტრზე მდებარე მიწის ნაკვეთში სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებს ასრულებდა, რა დროსაც შეიარაღებული პირები გამოჩნდნენ და სასულიერო პირი დააკავეს. მასთან ერთად მყოფმა სხვა პირებმა გაქცევა შეძლეს.

იხილეთ ვიდეო: გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ ნიქოზის განაპირას დაკავებულ სასულიერო პირთან დაკავშირება ამ დრომდე ვერ ხერხდება

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა