სუს-ი - საოკუპაციო ძალების მიერ სასულიერო პირის დაკავების შესახებ ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ამოქმედებულია ცხელი ხაზი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ცხინვალისა და ნიქოზის ეპარქიის სასულიერო პირი, მამა დავითი (დურგლიშვილი) სოფელ ნიქოზის განაპირას ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დააკავეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს, საოკუპაციო ძალების მიერ სასულიერო პირის დაკავებასთან დაკავშირებით ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ამოქმედებულია ცხელი ხაზი.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მამა დავით დურგლიშვილი ცხინვალის მილიციის წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული.

როგორც ცხინვალისა და ნიქოზის ეპარქიაში აცხადებენ, მამა დავითი თანმხლებ პირებთან ერთად გამყოფი ხაზის პერიმეტრზე მდებარე მიწის ნაკვეთზე სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებს ასრულებდა, რა დროსაც შეიარაღებული ფორმიანები გამოჩნდნენ და სასულიერო პირი დააკავეს. მასთან ერთად მყოფმა სხვა პირებმა გაქცევა შეძლეს.

იხილეთ ვიდეო: სუს-ი - ე.წ. მესაზღვრეების მიერ სასულიერო პირის დაკავებასთან დაკავშირებით ინფორმირებულია ევროკავშირის მისია

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა