სუს-ის  წარმომადგენელი - მაჩალიკაშვილების სარჩელთან დაკავშირებით, სასამართლომ კანონიერი გადაწყვეტილება მიიღო

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლის, გერმანე გვარამიას განცხადებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ კანონიერი გადაწყვეტილება მიიღო, რომლის მიხედვითაც, მოსამართლემ სუს-ის წინააღმდეგ მაჩალიკაშვილების ადმინისტრაციული სარჩელი არ დააკმაყოფილა.

„სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ვეთანხმებით და მიგვაჩნია, რომ კანონიერი გადაწყვეტილება მიიღო. საქმის მასალებით რაც დამტკიცდა, აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო. სასამართლო პროცესზე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განმარტა თავისი პოზიცია", - განაცხადა გვარამიამ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წინააღმდეგ თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლების, აიზა მარგოშვილისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის ადმინისტრაციული სარჩელი თბილისის საქლაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა. მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრები სუს-ს მათი გარდაცვლილი შვილის მიმართ უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევას ედვებოდნენ, ისინი მორალური ზიანის ანაზღაურებასაც ითხოვდნენ.

მოსამართლის განმარტებით, სუს-ის მიერ გაკეთებული განცხადებებით უდანაშაულობის პრეზუმფცია არ დარღვეულა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა