თორნიკე მამალაძე - საპატრიარქოდან ჯერჯერობით არავინ გამოგვხმაურებია - სამწუხაროდ, თავი არავის შეუწუხებია და თბილი ოთახიდან გამოსვლა არავინ ინება

სამწუხაროდ, თავი არავის შეუწუხებია და თბილი ოთახიდან გამოსვლა არავინ ინება, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზის გიორგი მამალაძის ძმამ თორნიკე მამალაძემ საქართველოს საპატრიარქოსთან მიმდინარე აქციაზე განუცხადა.

„საპროტესტო აქცია 24-საათიან რეჟიმში, უკვე მეორე დღეა მიმდინარეობს. კარავში ვართ, პირობები ძალიან რთულია, მაგრამ ჩემი უდანაშაულო ძმა, დეკანოზი გიორგი მამალაძე, სამწუხაროდ, გაცილებით უარეს მდგომარეობაში იმყოფება. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვაგრძელებთ საპროტესტო აქციებს და გავაგრძელებთ მანამ, სანამ დღის წესრიგში არ დადგება და არ შესრულდება ის მოთხოვნები, რომლებიც ჩვენ გუშინ საპატრიარქოს და საზოგადოებას ვამცნეთ. სამწუხაროდ, ჯერჯერობით ჩვენ არავინ გამოგვხმაურებია. ისინი ხედავენ, რომ მძიმე კლიმატურ პირობებში ადამიანები ქუჩაში ვიმყოფებით და უდანაშაულო მღვდლის ზიარებას ვითხოვთ. სამწუხაროდ, თავი არავის შეუწუხებია და თბილი ოთახიდან გამოსვლა არავინ ინება. ჩვენ აქ ვიქნებით იქამდე, ვიდრე ჩვენი მოთხოვნები არ შესრულდება", - განაცხადა მამალაძემ.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრები ითხოვენ, რომ დეკანოზს ზიარების საშუალება მიეცეს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა