ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიაში  ვარაუდობენ, რომ საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული სასულიერო პირის ე.წ. სასამართლო პროცესი, შესაძლოა, დღეს შედგეს

ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიაში გამყოფ ხაზთან სასულიერო პირის დაკავების დეტალებზე ინფორმაციის დაზუსტებას ცდილობენ. ეპარქიის წარმომადგენლები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა, ცხინვალის ე.წ. სასამართლოში დღეს პროცესი შედგეს და ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით, დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლობამ დაკავებულ მღვდელს ჯარიმის გადახდა დააკისროს.

,,ძალიან სამწუხარო ფაქტია, დაკავების დეტალები ჩვენთვის უცნობია, ვიცით, რომ მამაო ცხინვალის მილიციის განყოფილებაშია გადაყვანილი, იმედი გვაქვს, დღესვე გაათავისუფლებენ. მიწის ნაკვეთი, სადაც მამა დავითი სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებს ასრულებდა, პირდაპირ გამყოფ ხაზის პერიმეტრზე მდებარეობს. შემოდგომით ამ ადგილას ყანა დათესა, მაშინ არანაირი პრობლემა არ შექმნილა", - განაცხადა ეპარქიის სასულიერო პირმა მამა დავითმა (მჭედლიძე).

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს