„მეტრა დეველოპმენტი“ - „მეტრა პარკის“ ტერიტორია, სადაც 3 ახალი სახლის მშენებლობა იგეგმება, აკმაყოფილებს ტექნიკურ მოთხოვნებს და აუმჯობესებს გამწვანების არსებულ პირობებს

„მეტრა დეველოპმენტი“ „მეტრა პარკის“ მობინადრეთა მიერ 3 ახალი სახლის მშენებლობის გამო, გეოლოგიურ საფრთხეებთან დაკავშირებით გაჟღერებულ ბრალდებებს ეხმაურება და აცხადებს, რომ მათ მიერ გამოთქმულ შიშს საფუძველი არ აქვს.

კომპანიაში აცხადებენ, რომ ბრალდებების ერთადერთ მიზანს კომპანიის დისკრედიტაცია წარმოადგენს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „მეტრა დეველოპმენტიდან“ აცნობეს, ტერიტორიაზე, სადაც მშენებლობა უნდა განხორციელდეს, საინჟინრო გეოლოგიური კვლევა შპს „გეოინჟკომპლექსმა“ ჩაატარა, რომლის მიხედვით საინჟინრო-გეოლოგიური თვალსაზრისით, მშენებლობისთვის გამოყოფილი ტერიტორია მისაღებ პირობებშია.

მათივე ინფორმაციით, კვლევაზე იმუშავა ამ დარგში 34-წლიანი გამოცდილების მქონე გეოლოგმა მამუკა მამუკაშვილმა, რომელიც აღნიშნავს, რომ პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები აღნიშნულ ტერიტორიაზე არავითარ პრობლემას არ წარმოადგენს.

„მთლიანი ტერიტორია შესწავლილია და ისეთი არახელსაყრელი მოვლენების საშიშროება, როგორიცაა მეწყერი, შვავი, კარსტი, ჯდომადი ან ჯირჯვადი გრუნტები ტერიტორიაზე არ აღინიშნება. აქედან გამომდინარე, რაიმე რისკები გამორიცხულია. კონსტრუქტორის რეკომენდაციები იქნება მნიშვნელოვანი, სადაც კომპანია გაითვალისწინებს ისეთ გარემოებებს როგორიც არის შრეების დახრილობა,“- განაცხადა მამუკა მამუკაშვილმა.

კომპანიის ინფორმაციით, კვლევის საფუძველზე მომზადებულია საექსპერტო დასკვნაც, რომლის თანახმად, დადგინდა, რომ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ანგარიში სავსებით აკმაყოფილებს დაპროექტების მოთხოვნებს და მშენებლობისთვის გამოყოფილ ტერიტორიაზე საინჟინრო- გეოლოგიური კვლევის შედეგები შეფასდა დადებითად.

მათივე განცხადებით, საექსპერტო დასკვნა ექსპერტმა გეოლოგ-ინჟინერმა, მურმან სამხარაძემ მოამზადა. პროექტის ავტორმა, არქიტექტორმა ნიკოლოზ ლეკვეიშვილმა, კონსტრუქტორის რეკომენდაციები უკვე გაითვალისწინა და პროექტიც ამის მიხედვით შეადგინა.

”მიუხედავად იმისა, რომ გეოლოგიური დასკვნა დადებითია, პროექტში გათვალისწინებულია დამატებითი ღონისძიებები. კერძოდ, კონსტრუქტორის რეკომენდაციით რამდენიმე სარდაფი გაკეთებულია პარკინგის სახით, რის შედეგადაც დატვირთვა მიდის ზევიდან ქვევით ვერტიკალურად“,- განაცხადა არქიტექტორმა. „ჩვენ ჩავატარეთ 2 სრული გეოლოგიური კვლევა, სადაც დაიწერა, რომ არის რთული კატეგორიის ტერიტორია სამშენებლო სამუშაობის წარმოების თვალსაზრისით, მაგრამ სამშენებლო თვალსაზრისით არის დასაშვები და საშიშროება არ იქმნება.

მაცხოვრებლების მიერ გამოთქმული ვარაუდი მტკიცებულებებით გამყარებული არ არის“,- აღნიშნავს კომპანიის იურისტი ლიკა მოდებაძე.

კომპანია განმარტავს, რომ უსაფუძვლოა ასევე, მობინადრეთა ჯგუფის ბრალდებები მწვანე საფარის განადგურების შესახებ.

მათივე თქმით, შეთანხმებული დენდროლოგიური პროექტის მიხედვით, ტერიტორიაზე, სადაც იგეგმება მშენებლობა გათვალისწინებულია მხოლოდ 9 ხის გადარგვა და ამასთან, დამატებით ათობით ხე-ნარგავის დარგვა.

როგორც „მეტრა დეველოპმენტის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, კომპანია არამხოლოდ უვლის ტერიტორიის არსებულ გამწვანებას, ასევე მუდმივად ზრუნავს მის გაუმჯობესებაზე. მხოლოდ 2018 წლის განმავლობაში კომპანიამ დარგო 200-ზე მეტი ხე-ნარგავი.

„კომპანიის მოთხოვნა იყო, რომ მაქსიმალურად შენარჩუნებულიყო მწვანე გარემო, ამიტომ შენობების კონფიგურაცია დიდწილად განსაზღვრა მწვანე ნარგავებმა, რომელსაც ასე რომ ვთქვათ, შემოვუარეთ“, - აღნიშნა არქიტექტორმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა