ირაკლი აბესაძე - სერიოზული გამოწვევებია საპარლამენტო საქმიანობის კუთხით და  პარლამენტის თავმჯდომარეს დღეს თავის მოსაწონებელი არაფერი ექნება

სერიოზული გამოწვევის წინაშე დგას ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი საქართველოში მმართველობის იმ სისტემაში, რომელიც ივანიშვილმა შექმნა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის უმცირესობის წევრმა ირაკლი აბესაძემ ჟურნალისტებს პარლამენტის პლენარული სესიის დაწყებამდე განუცხადა.

როგორც აბესაძემ აღნიშნა, ირაკლი კობახიძეს თავის მოსაწონებელი არაფერი ექნება.

„სერიოზული გამოწვევებია საპარლამენტო საქმიანობის კუთხით. განსაკუთრებით, საპარლამენტო საზედამხედველო მიმართულებით, როდესაც ფაქტობრივად, პირველი ორი წლის განმავლობაში მინისტრები მიზანმიმართულად და უხეშად არღვევდნენ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტს, კანონს, რომელიც მათ ავალდებულებდათ ფრაქციების სხდომაზე, მათ შორის უმცირესობის სხდომაზე გამოცხადებულიყვნენ და უმნიშვნელოვანეს საკითხებზე გაეცათ პასუხი საზოგადოებისთვის. რა თქმა უნდა, პრობლემატური იყო საგამოძიებო კომისიის მუშაობა ხორავას ქუჩაზე მომხდართან დაკავშირებით, სადაც მნიშვნელოვანი დასკვნების მიუხედავად დღემდე პროკურატურა და შინაგან საქმეთა სამინისტრო ფაქტობრივად არ ასრულებს იმ რეკომენდაციებს, რომელიც გაიცა. ასე რომ, ძალიან მწვავე და რთული ცხოვრება უწევთ საპარლამენტო ოპოზიციას და ზოგადად პარლამენტს ქვეყანაში. რა თქმა უნა, ამ მიმართულებით ბევრი რამ არის გასაუმჯობესებელი და ნაკლები ექნება დღეს პარლამენტის თავმჯდომარეს თავის მოსაწონებელი",- განაცხადა აბესაძემ.

რაც შეეხება იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ ანრი ოხანაშვილის დამტკიცებას, როგორც აბესაძემ აღნიშნა, ამაზე მნიშვნელოვანი საკითხი ახლა უზენაესი სასამათლოს მოსამართლეების შერჩევაა.

„ჩვენ არასდროს ვიღებთ მონაწილეობას თანამდებობების გადანაწილებაში, რომელიც „ქართული ოცნების" გუნდის შიგნით ხდება იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ არც ერთ ასეთ გადანაწილებას წარმატება და წინსვლა არ მოუტანია ქართული საზოგადოებისთვის. ახლაც გაცილებით მნიშვნელოვანია იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ვინაობასთან შედარებით უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატურების შერჩევის პროცედურის საკანონმდებლო რეგლამენტაცია, სადაც პარლამენტის დღევანდელ ხელმძღვანელობას არ გააჩნია არანაირი პრინციპული მიდგომა და ხედვა. ისინი მხოლოდ და მხოლოდ აქაც ივანიშვილის მიზნებს ემსახურებიან. რა თქმა უნდა, ოპოზიციას დასჭირდება დიდი ძალისხმევა შესაბამისი საკანონმდებლო კრიტერიუმები გაიწეროს იმგვარად, რომ დღეს მაინც არ მიეცეს ივანიშვილს შესაძლებელობა შეინარჩუნოს გავლენა სასამართლოზე. თუმცა სასამართლოს სრული რეფორმირება იქნება გაცილებით მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ მომავალში დამოუკიდებელი სასამართლო მივიღოთ",- განაცხადა აბესაძემ.

საგაზაფხულო სესიის პირველი პლენარული სხდომა პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მოსმენით გაიხსნება.

დღეს, ირაკლი კობახიძე დეპუტატებს პარლამენტის საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიშსა და მომდევნო წლის სამოქმედო გეგმას წარუდგენს, რაც პარლამენტის თავმჯდომარესთან დაკავშირებით ახალი რეგლამენტით დადგენილი ვალდებულებაა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა