პრეზიდენტი ავლაბრის სასახლის მაღალი რანგის ვიზიტებისთვის გამოყენებას მიესალმება

საქართველოს პრეზიდენტი ავლაბრის სასახლის მაღალი რანგის ვიზიტებისთვის გამოყენებას მიესალმება, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის პრესსპიკერმა ხატია მოისწრაფიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციზე განაცხადა.

მისივე თქმით, კონსულტაციებში პრეზიდენტის ადმინისტრაცია ჩართული არ არის.

"კონსულტაციებში ჩართული არ ვართ, თუმცა საქართველოს პრეზიდენტი მიესალმება და მასაც მიაჩნია, რომ კარგი იქნება ამ შენობის მაღალი რანგის ვიზიტებისთვის გამოყენება. ასევე, მას მოსწონს იდეა იქ საქართველოს ხელნაწერთა ინსტიტუტის განთავსების, თუმცა ამისთვის იქ უნდა იყოს შესაბამისი სტანდარტები. საქართველოს პრეზიდენტი მიესალმება ავლაბრის სასახლეში საქართველოს კულტურის ცენტრის არსებობას. რა ფორმით იქნება ეს, იქნება ხელნაწერთა ინსტიტუტი თუ სხვა ტიპის მუზეუმი, აქ შენობაც უნდა პასუხობდეს მოთხოვნებს",- განაცხადა მოისწრაფიშვილმა.

იხილეთ ვიდეო: პრეზიდენტი ავლაბრის სასახლის მაღალი რანგის ვიზიტებისთვის გამოყენებას მიესალმება

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა