ირაკლი კობახიძე - წელს არაერთ მნიშვნელოვან საკანონმდებლო რეფორმას განვახორციელებთ, მათ შორის მართლმსაჯულების სისტემის მიმართულებით

პარლამენტი მიმდინარე წელს განახორციელებს არაერთ მნიშვნელოვან საკანონმდებლო რეფორმას, მათ შორის მართლმსაჯულების სისტემის მიმართულებით, - ამის შესახებ საგაზაფხულო სესიის პირველ პლენარულ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის საქმიანობის ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

ირაკლი კობახიძემ პარლამენტის კანონშემოქმედებითი და საზედამხედველო საქმიანობა შეაჯამა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

„პარლამენტი მიმდინარე წელს განახორციელებს არაერთ მნიშვნელოვან საკანონმდებლო რეფორმას, მათ შორის მართლმსაჯულების სისტემის მიმართულებით, რაც ჩვენი სახელმწიფოს სამომავლო დემოკრატიული განვითარების აუცილებელი პირობაა. არანაკლებ მნიშვნელოვანია დემოკრატიისთვის დეცენტრალიზაციის პროცესის შემდგომი განვითარება, რაც გამოხატული იქნება მუნიციპალიტეტების უფლებამოსილებების გაფართოებასა და მათი ფინანსური შესაძლებლობების გაძლიერებაში. ასევე, საქართველოს პარლამენტი იმუშავებს საარჩევნო კოდექსის დახვეწასა და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ ორგანული კანონის გადასინჯვაზე ჩვენი უცხოელი პარტნიორების ჩართულობით. კონსტიტუციის ახალი რედაქციის შესაბამისად, პარლამენტი მიიღებს ორგანულ კანონს, რომლითაც განხორციელდება უცხოელებზე მიწის გასხვისების რეგლამენტაცია. ასევე, მივიღებთ კანონს საქართველოში უცხოელთა მიგრაციის მოსაწესრიგებლად და ბინადრობის ნებართვის გაცემის სათანადო რეგლამენტაციის უზრუნველსაყოფად.

აქტიურად ვიმუშავებთ ბავშვის უფლებათა კოდექსზე, რომელმაც სათანადოდ უნდა უპასუხოს ბავშვთა მიმართ და ბავშვთა შორის ძალადობასთან, ბავშვების სიღარიბესთან, ბავშვის უფლებების დაცვასა და რეალიზებასთან დაკავშირებულ სხვა გამოწვევებს.

გარდა ამისა, პარლამენტი 2019 წელს იმუშავებს სამხედრო კანონმდებლობის კოდიფიკაციაზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის გადასინჯვაზე, ტყის კოდექსზე, შშმ პირთა დაცვის შესახებ კანონზე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა