ირაკლი კობახიძე - კიდევ უფრო გამოიკვეთა პარლამენტის საზედამხედველო როლი და გაჯანსაღდა პარლამენტსა და მთავრობას შორის ურთიერთობების სისტემა

კიდევ უფრო გამოიკვეთა პარლამენტის საზედამხედველო როლი და გაჯანსაღდა პარლამენტსა და მთავრობას შორის ურთიერთობების სისტემა, - ამის შესახებ საგაზაფხულო სესიის პირველ პლენარულ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

ირაკლი კობახიძემ გამოსვლაში პარლამენტის კანონშემოქმედებითი და საზედამხედველო საქმიანობა შეაჯამა.

„კონსტიტუციის ახალი რედაქციით დამკვიდრებული საპარლამენტო მმართველობის მოდელი მოითხოვდა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის ახლებურ გააზრებას, რაც საკმაოდ შრომატევად საქმეს წარმოადგენდა. აღსანიშნავია, რომ პარლამენტმა ამ რთულ ამოცანასაც ღირსეულად გაართვა თავი და შექმნა ევროპული სამართლებრივი კულტურის მაღალი სტანდარტების შესაბამისი ახალი რეგლამენტი.

შედეგად, კიდევ უფრო გამოიკვეთა პარლამენტის საზედამხედველო როლი და გაჯანსაღდა პარლამენტსა და მთავრობას შორის ურთიერთობების სისტემა.

2018 წელს პარლამენტის კიდევ ერთი მასშტაბური ამოცანა იყო საქართველოს კონსტიტუციის ახალ რედაქციასთან საკანონმდებლო აქტების ჰარმონიზაცია. ამ მიზნით, ცვლილება იქნა შეტანილი 100-ზე მეტ კანონში, აგრეთვე, რიგ შემთხვევებში შეიქმნა სრულიად ახალი საკანონმდებლო აქტები. შესაბამისად, კომიტეტებმა შეასრულეს მნიშვნელოვანი სამუშაო, რისთვისაც მადლობას მოვახსენებ მათ. ამავე დროს აღსანიშნავია, რომ ეს პროცესი არ იყო მხოლოდ ტექნიკური დატვირთვის მატარებელი, რომელიც მიზნად ისახავდა კანონმდებლობის კონსტიტუციასთან მხოლოდ ფორმალური შესაბამისობის უზრუნველყოფას, არამედ ამ პროცესმა მოგვცა კიდევ ერთი შესაძლებლობა, გადაგვედგა ნაბიჯები ჩვენი ქვეყნისა და თანამოქალაქეების ინტერესების სასიკეთოდ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ ამ კონტექსტში თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობის მასშტაბურ გადასინჯვაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ კონსტიტუციის შესაბამისად მოწესრიგდა საომარი და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებული საკითხები.

„ცალკე აღსანიშნავია რეზერვისა და მობილიზაციის ახალი სისტემის ჩამოყალიბება, რომელიც პასუხობს ქვეყნის წინაშე არსებულ საფრთხეებსა და გამოწვევებს და საჭიროების შემთხვევაში, მოგვცემს ოპერატიული რეაგირების შესაძლებლობას“-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა