კახა კალაძე - სასამართლო სისტემაზე მიზანმიმართული შეტევა და თავდასხმა ხორციელდება

ბოლო თვეების განმავლობაში სასამართლო სისტემაზე მიზანმიმართული შეტევა და თავდასხმა ხორციელდება, - ასე აფასებს “ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე სასამართლოს გარშემო მიმდინარე პროცესებს.

“თავი დავანებოთ კონკრეტულ მოსამართლეებს - მიზანმიმართული თავდასხმები მთლიანად სასამართლო სისტემაზე მიმდინარეობს, რაც კატეგორიულად მიუღებელია. ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ სასამართლოში განხორციელდეს რეფორმები. 2012 წლის შემდეგ გვაქვს წინგადადგმული ნაბიჯები, თუმცა რა თქმა უნდა, ამით არ უნდა დავკმაყოფილდეთ. პირიქით, რეფორმების გაგრძელებას უნდა შევუწყოთ ხელი და რაც ყველაზე მთავარია, სასამართლოს რეპუტაცია და გამჭვირვალობა უნდა იყოს შენარჩუნებული“, - განუცხადა ჟურნალისტებს კახა კალაძემ.

კალაძემ აღნიშნა, რომ განისაზღვრება კრიტერიუმები, რომლითაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევა იქნება შესაძლებელი.

“შეგიძლიათ ნახოთ გამოტანილი განაჩენების სტატისტიკა სხვადასხვა მიმართულებით. უნდა გავაკეთოთ შედარებები და ერთმანეთს შევადაროთ, რა იყო 2012 წლამდე და რა არის დღეს. თქვენ ნახავთ წინგადადგმულ ნაბიჯებს. რა თქმა უნდა, არსებულით კმაყოფილი არა ვართ - გვინდა უკეთესი, გვინდა ცვლილებები, გვინდა რეფორმები. ნუ დავალთ კონკრეტულ პიროვნებებზე - თუკი ვინმეს კონკრეტულ მოსამართლეებთან დაკავშირებით აქვს კითხვები, იქნება ამის შესაბამისი პლატფორმა, სადაც ნებისმიერ მსურველ ადამიანს შეუძლია ამა თუ იმ მოსამარლეს კითხვები ცივილიზებულ, სამართლერივ ჩარჩოში დაუსვას - არ უნდა გავიდეთ სამართლებრივი ჩარჩოებიდან“, - განაცხადა კალაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა