2018 წლის სტატისტიკით, ქურდობის ძირითად შემთხვევებში 14-18 წლის და 14 წლამდე არასრულწლოვნები ფიგურირებენ

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის ინფორმაციით, 2018 წლის სტატისტიკით, ქურდობის ძირითად შემთხვევებში 14-18 წლის და 14 წლამდე არასრულწლოვნები ფიგურირებენ.

მისი განცხადებით, აღრიცხვიანობის გაუმჯობესების შედეგად რიგ დანაშაულებში რიცხვობრივი ზრდა დაფიქსირდა და ამის მაგალითი საკუთრების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული - ქურდობაა.

„დანაშაულის მცირედ ნიშანს მაინც თუ შეიცავს შეტყობინება, ან ზოგჯერ, საერთოდ არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს - მაგალითად, მოქალაქე მოდის და აცხადებს, რომ ტელეფონი კი არ მოპარეს, არამედ დაკარგა, მაგრამ პოლიციელს რეალურად ეჭვი აქვს, რომ ეს იყო ქურდობა - ასეთ ფაქტებზეც იწყება გამოძიება. ანუ 2017 წელთან შედარებით, 2018 წელს რეგისტრაცია გაუმჯობესებულია და დანაშაულის ზრდის 44% მოდის ქურდობაზე. რაც შეეხება იმას, თუ როგორ უნდა გავუმკლავდეთ ქურდობას - ეს არის ის კატეგორია სადაც რეალურად ძალიან ბევრს ვმუშაობთ პრევენციაზე“, - განაცხადა მეზვრიშვილმა და დასძინა, რომ ამ მიზნით 2018 წელს, ქვეყნის მასშტაბით დამონტაჟებული ვიდეოსამეთვალყურეო სისტემების რაოდენობა გასამმაგდა და იგივე ტენდენცია 2019-შიც გაგრძელდება.

მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა, რომ ქურდობის აქტუალობა ასევე დაკავშირეულია ამ დანაშაულში არასრულწლოვნების მონაწილეობასთან.

„ეს არის დანაშაულის ის კატეგორია, სადაც ძირითად შემთხვევებში არასრულწლოვნები ფიგურირებენ, ვგულისხმობ როგორც 14-18 წლის ისე 14 წლამდე პირებს და ეს კომპლექსურ მიდგომას საჭიროებს“, - განაცხადა მეზვრიშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა