ე.წ. მესაზღვრეების მიერ დაკავებულ მამა დავით დურგლიშვილს სავარაუდოდ, დღის ბოლომდე გაათავისუფლებენ

სოფელ ნიქოზის განაპირას, საოკუპაციო ხაზთან გუშინ დაკავებულ სასულიერო პირს ცხინვალი ჯერ არ დაუტოვებია.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ მამა დავით დურგლიშვილი დე ფაქტო რეჟიმის მიერ კონტროლირებად ტერიტორიას დღეს დატოვებს.

ანალოგიური ინფორმაცია აქვთ ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიაშიც.

„მამა დავითი ჯერ ისევ ცხინვალში იმყოფება. მოგვაწოდეს გარკვეული ინფორმაცია, რომ სავარაუდოდ, დღის ბოლომდე გაათავისუფლებენ. მიმდინარე ღონისძიებებში ჩართულია ევროკავშირის მისია და რამდენიმე სახელმწიფო უწყება. მათთან მუდმივი კონტაქტი გვაქვს და ველოდებით ბოლო ინფორმაციას გათავისუფლებაზე. სხვა დეტალებზე ვერაფერს გეტყვით“, - განაცხადა ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიის სასულიერო პირმა მამა დავით მჭედლიძემ.

იხილეთ ვიდეო: "იქაურია მამაო, თავის მიწის გვერდზე იდგა, უნდა გავიდე და ჩემს მიწას ვაკოცოო" - როდის გაათავისუფლებს ქართველ სასულიერო პირს საოკუპაციო რეჟიმი?

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა