14 000 000 ლარზე მეტი ლატარიის მოთამაშეებმა მოიგეს

„საქართველოს ეროვნული ლატარია“ მოქალაქეების მოგებების ნაწილის ჩამონათვალს აქვეყნებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „საქართველოს ეროვნული ლატარიიდან“ აცნობეს, 2018 წელს „ლოტო 6/36“-ში ორჯერ გათამაშდა ჯეკპოტი - 857 007 და 547 235 ლარის ოდენობით.

მათივე ინფორმაციით, მომენტალური ლატარიები: „ფარაონი“, „სამი შანსი“, „ჯოკერი“, „შვიდიანი“ „საახალწლო“ და „ოქროს საწმისი“ ლატარიის მომხმარებლებს აძლევს შანსს, მომენტალურად მოიგონ 50 000 და 20 000 ლარი.

„857 007 ლარი, 547 235 ლარი, 79 172 ლარი, 72 964 ლარი, 50 000 ლარი, 24 115 ლარი, 20 000 ლარი, 9 816 ლარი, 7 888 ლარი - ეს ლატარიის მოგებების მცირე ჩამონათვალია, რომელთა მფლობელების ცხოვრება მხოლოდ და მხოლოდ ლატარიის ბილეთის შეძენით შეიცვალა.

2018 წელს „ლოტო 6/36“-ში ორჯერ გათამაშდა ჯეკპოტი - 857 007 და 547 235 ლარის მფლობელები ორივეჯერ თბილისელი პენსიონერები გახდნენ, რომლებმაც ლოტოს ბილეთი ლატარიის ჯიხურებში შეიძინეს, თუმცა „ლოტო 6/36“-ისა და ონლაინლოტო „5/35 - ოქროს ბურთის“ ბილეთების შეძენა, ასევე, შესაძლებელია საქართველოს ეროვნული ლატარიის საიტიდან: www.lotto.ge.

ამისთვის მომხმარებელი უნდა დარეგისტრირდეს, ვერიფიცირებისთვის პირადობის მოწმობის ასლი გამოაგზავნოს მეილზე: id@lotto.ge, ხოლო დადასტურების შემდეგ უკვე შეძლებს ბილეთების ონლაინ შეძენასა და თამაშს. გახსოვდეთ, იგებს ის, ვინც თამაშობს, მოგება კი შეუძლია ყველას!

საქართველოს ეროვნული ლატარიის მომენტალური ლატარიები: „ფარაონი“, „სამი შანსი“, „ჯოკერი“, „შვიდიანი“ „საახალწლო“ და „ოქროს საწმისი“ ლატარიის მომხმარებლებს აძლევს შანს, მომენტალურად მოიგონ 50 000 და 20 000 ლარი. დარჩენილია მაქსიმალური მოგებები, რომლებიც თავის იღბლიან მფლობელებს ელოდებიან. მომენტალურ ლატარიაში ყოველი მეხუთე ბილეთი მომგებიანია.

საქართველოს ეროვნული ლატარია კიდევ ერთხელ გახსენებთ, რომ იგებს ის, ვინც თამაშობს, მოგება კი შეუძლია ყველას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა