საქართველოში უსაფრთხო ინტერნეტის საერთაშორისო დღე აღინიშნა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, საქართველო წელს პირველად შეუერთდა „უსაფრთხო ინტერნეტის დღეს“ (Safer Internet Day - SID), რომელსაც საერთაშორისო საზოგადოება 2005 წლიდან აღნიშნავს.

უწყების ინფორმაციით, ამ დღესთან დაკავშირებით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და ISOC-საქართველოს თანაორგანიზებით სამთავრობო უწყებების, არასამთავრობო ორგანიზაციების, აკადემიური წრეების და საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობით ღონისძიებები ჩატარდა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, უსაფრთხო ინტერნეტის დღის ცენტრალური ღონისძიება თბილისის სასტუმრო „რუმსში“ გაიმართა, რომლის დროსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის, სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“, ISOC-საქართველოს და სხვა სამთავრობო და არასამთვარობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა თემატური პრეზენტაციები გააკეთეს.

შეხვედრის ოფიციალურ გახსნაზე „ISOC-საქართველოს“ გამგეობის თავმჯდომარემ ირაკლი ღარიბაშვილმა დადებითად შეაფასა საქართველოში „უსაფრთხო ინტერნეტის დღის“ აღნიშვნა და მასში სამთავრობო უწყებების, ბიზნესისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობა.

„ინტერნეტი თავისთავად, პროგრესული მოვლენაა, მაგრამ მის გამოყენებაში არის გარკვეული საფრთხეები და თუ ბავშვებს თავიდანვე არ გავაგებინეთ, რა საფრთხეს შეიძლება წავაწყდეთ ინტერნეტში, შეიძლება ცუდი შედეგები მივიღოთ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

„ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროში მზადდება უსაფრთხო ინტერნეტთან დაკავშირებით ეროვნული სტრატეგია. ჩვენ ამაში გვეხმარება საერთაშორისო ორგანიზაცია ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირი,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კავშირგამბულობის, საინფორმაციო და თანამედროვე ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსმა ეკატერინე ყუბუსიძემ.

მისი თქმით, აღნიშნულმა კავშირმა მოამზადა სასწავლო სახელმძღვანელოები, რომელშიც მოთხრობილია, რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ინტერნეტი უსაფრთხო გახდეს.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის ნათია ზედგინიძის განცხადებით, აღნიშნულ სამინისტროში მოქმედებს განათლების საინფორმაციო სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს უსაფრთხო ინტერნეტის, პერსონალური მონაცემების და ელექტრონული სერვისებითა და რესურსებით მომარაგებას ყველა იმ სსიპების, სკოლების, რომლებიც სისტემაში არსებობს. ჯამში საუბარია 2085 სკოლაზე.

მისი თქმით, აღნიშნული სისტემის ფარგლებში ტარდება ტრენინგები, როგორც რესურს ცენტრებში, ასევე სკოლებში იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს დაცული, უსაფრთხო ინტერნეტ სივრცე. ნათია ზედგინიძის თქმით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო მონაწილეობს უსაფრთხო ინტერნეტის ეროვნული სტრატეგიის შემუშავების პროცესში.

„უსაფრთხო ინტერნეტის დღისადმი“ მიძღვნილ აქტივობებზე ისაუბრა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მედიაწიგნიერების განვითარების ხელშეწყობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ხათუნა ივანიშვილმა. მისი თქმით, კომისიამ, ამ დღესთან დაკავშირებით, ჩაატარა ტრენინგები სკოლის მოსწავლეებისთვის და მიუსაფარ ბავშვთა სახლის ბენეფიციარებისთვის სახელწოდებით „ჩემი ინტერნეტი ჩემი არჩევანია - ინფორმირებული დასტურის მნიშვნელობა ინტერნეტ-სივრცეში“.

„ტრენინგებმა უზრუნველყვეს ბავშვების აქტიური ჩართულობა. კომისია გეგმავს 2019 წლის განმავლობაში 5 მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას მედია წიგნიერების განვითარების მიმართულებით. ეს პროექტები მოემსახურება ძირითად მიზანს - ბავშვებში განვითარდეს ისეთი უნარ-ჩვევები, რომ მათ ჰქონდეთ სწორი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა, როდესაც ისინი არიან ინტერნეტსივრცეში“, - განაცხადა ხათუნა ივანიშვილმა.

რაც შეეხება „უსაფრთხო ინტერნეტის დღის“ სხვა აქტივობებს, თბილისის ტექნოპარკში, ამ დღესთან დაკავშირებით გაიმართა ერთდღიანი ტრენინგი: კიბერუსუფრთხოება - უფროსკლასელებისთვის; კიბერბულინგი - მასწავლებლებისთვის, მშობლებისთვის და მანდატურებისთვის. ტექნოტრენინგი ლაივსტრიმის მეშვეობით გადაიცემოდა საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ინოვაციების ცენტრებსა და ტექნოპარკებში.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის რამდენიმე სკოლაში ჩატარდა შესაბამისი თემატური ტრენინგები, ასევე ტრენინგი ჩაატარა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ რუსთავის მიუსაფარ ბავშვთა სახლის ბენეფიციარებისთვის. ამასთან, სსიპ „112“-ში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების მიერ მოსწავლეებისთვის ჩატარდა „ვორქშოპი“, ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში ჩატარდა ტრენინგი თემაზე - ,,მოზარდი, ინტერნეტუსაფრთხოება, მშობელი'', საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“ წარმომადგენლებმა ჩაატარა ტრენინგი და სხვა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა