ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსული მოქალაქეები ამბობენ, რომ ე.წ. საზღვარზე მხოლოდ მათ უშვებენ, ვისაც ბინადრობის უფლება ან ფორმა #9 აქვთ

ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები, რომლებმაც დღეს ენგურის ხიდი გადმოკვეთეს, ამბობენ, რომ ე.წ. საზღვარზე მხოლოდ მათ უშვებენ, ვისაც ბინადრობის უფლება ან ფორმა #9 აქვთ. ე.წ. საზღვარი უკვე გადმოლახეს სტუდენტებმა და სკოლის მოსწავლეებმა, რომლებიც საახალწლო არდადეგებზე გალში იყვნენ.

"ველოდებოდით ამ დღეს. ხალხმა ჯერ არ იცის, რომ მოძრაობა გაიხსნა, თორემ აქ უფრო მეტი მოძრაობა იქნება. ჩვენ როგორც კი გავიგეთ, წამოვედით",- აღნიშნეს ადგილობრივებმა.

გალის რაიონის ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თემურ ნადარაიას განცხადებით, კარანტინი ენგურის ხიდზე ჯერაც ნარჩუნდება და იქ ექიმები ისევ მორიგეობენ. ამის შესახებ ინფორმაციას „ნუჟნაია გაზეტა“ ავრცელებს.

„ექიმები დავტოვეთ. ვინც აფხაზეთში შემოდის, სიცხეს გაუზომავენ, გასინჯავენ. საზღვარი გავხსენით 4-5 დღით და შემდეგ დავაკვირდებით. საქართველოდან გრიპის რამე ტალღა თუ წამოვიდა, საზღვარს ისევ გადავკეტავთ“, - უთხრა გამოცემას ნადარაიამ.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ უსაფრთხოების სამსახურმა შეზღუდვები 10 იანვარს, ორი თვით დააწესა. ამის მიზეზად საქართველოს ტერიტორიაზე არასახარბიელო ეპიდემიოლოგიური სიტუაცია დასახელდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა