გედევან ფოფხაძეს არ აქვს გადაწყვეტილი, დაესწრება თუ არა ხვალ უმრავლესობის სხდომას

ზოგადად ვფიქრობ, რომ ხვალინდელი სხდომა შეიძლება იყოს ფორმალური, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ განუცხადა.

მისი თქმით, არ აქვს გადაწყვეტილი დაესწრება თუ არა უმრავლესობის სხდომას, ვინაიდან ფიქრობს, აქვს თუ არა აზრი დამატებითი არგუმენტების წარდგენას. დეპუტატის განცხადებით, მან იცის საზოგადოების დამოკიდებულება სასამართლო ხელისუფლებაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით და არ გამორიცხავს, რომ ხელისუფლებამ საზოგადოებისგან იმგვარი გზავნილები მიიღოს, როგორც ეს არჩევნების პირველ ტურში მოხდა.

" ვფიქრობ ხვალინდელ სხდომაზე რამდენად ღირს დამატებითი არგუმენტების შეთავაზება, თუ ამბობენ, რომ აქამდე არგუმენტები არ შემითავაზებია, მაშინ აქამდე რას ვაკეთებდი?! მთავარია პროცესები კარგად დავანახოთ და თუ საზოგადოება დაინახავს, რომ რაღაც არასწორად მიდის, მაშინ ალბათ საზოგადოების მხრიდანაც იქნება საჭირო გარკვეული გზავნილების გამოგზავნა როგორც ეს არჩევნების პირველ ტურში იყო. ეს გზავნილები კარგად ვნახეთ პირველ ტურში და ვფიქრობ საზოგადოება ახლაც არ დარჩება გულგრილი იმაზე, რაც ხდება ქართულ სასამართლოებში. ვიცი რა განწყობებია პროფესიულ წრეებში, ადვოკატებში, იურისტებში და არასამთავრობო სექტორში, რომლის დემონიზებაც ხდება", - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა