პანკისელი პედაგოგები ბრიუსელში სასწავლო ვიზიტით იმყოფებიან

ქალაქ ბრიუსელში, პანკისის ხეობის საჯარო სკოლების მასწავლებლებისა და დირექტორებისგან შემდგარი 20-კაციანი ჯგუფისთვის საინფორმაციო სასწავლო ვიზიტი დაიწყო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა გაიმართა ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ნატალია საბანაძესთან. სტუმრებს ელჩი ევროკავშირ-საქართველოს თანამშრომლობის მნიშვნელობისა და ევროპული ღირებულებების შესახებ ესაუბრა.

მასწავლებლები ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურსაც ეწვივნენ, სადაც გაეცნენ ინფორმაციას ევროკავშირის პროექტების, საქართველოსთან ურთიერთობებისა და სამომავლო პერსპექტივების შესახებ.

ვიზიტის ფარგლებში, ასევე გაიმართა შეხვედრა ბელგიის კერძო სკოლაში -"Ecole International Mongomery”. პედაგოგები ბელგიური განათლების სისტემის მახასიათებლებსა და სკოლაში სწავლების მეთოდებს გაეცნენ.

"ახალგაზრდების გარკვეულ ნაწილთან ზოგჯერ გვიწევს კამათი ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, მე პირადად არ მქონია ამაზე განსხვავებული აზრი და უარყოფითი შეხედულება, მაგრამ აქედან დაბრუნებული კიდევ უფრო შევეცდები, რომ ავუხსნა და ცნობიერება ავუმაღლო ჩემს მოსწავლეებს", - აღნიშნავს დუისის საჯარო სკოლის დირექტორი ლილი სვიაკაური.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ასევე შეხვედრები ნატო-ს სათაო ოფისში.

პროექტი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის, საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის მიერ ხორციელდება, საგარეო უწყების ცენტრალურ აპარატთან და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან თანამშრომლობით.

პროექტი 7 თებერვლამდე გაგრძელდება და მისი მხარდამჭერი საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობაა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა