რუსთავში ელექტროშოკური  აპარატის გამოყენებით, უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოვლინდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის სამსახურიდან აცნობეს, ქალაქ რუსთავში, მდინარე მტკვარზე, 3 მოქალაქე გასაბერი ნავიდან, ელექტროშოკური ზემოქმედების აპარატისა და ჩოგან ბადის გამოყენებით უკანონო თევზჭერას ახდენდა.

„ადგილზე ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მისვლისთანავე, მოქალაქეები ავტომანქანით შეეცადნენ მიმალვას. მათზე განხორციელებული დევნის შედეგად, ავტომანქანაში ნანახი იქნა გასაბერი ნავი, ნიჩაბი, აკუმულატორი, ჩოგან-ბადე ელ.სადენებით, ჰაერის ტუმბო და 60 კგ. სხვადასხვა სახეობის თევზი. მძღოლმა ელექტროშოკური აპარატის გადამალვის მიზნით, ავტომანქანის გაჩერების ადგილიდან გაქცევა მოახერხა.

საქმე შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს და მასალები შემდგომი რეაგირებისათვის გადაგზავნილია შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის რუსთავის საქალაქო სამმართველოში“, - ნათქვამია ზედამხედველობის სამსახურის ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა