ბექა ოდიშარია - არ ველოდები, რომ ვინმე დატოვებს ჩვენს რიგებს

თითოეული ადამიანი ღირებულია ჩვენთვის, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს" საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დეპუტატმა ბექა ოდიშარიამ განუცხადა. მისი თქმით, ის არ ელოდება, რომ უმრავლესობის რიგებს რომელიმე წევრი დატოვებს.

„მე არ ველოდები, რომ ვინმე დატოვებს ჩვენს რიგებს. ჩემთვისაც და უმრავლესობისთვისაც თითოეული წევრი არის მნიშვნელოვანი და ძალიან ძნელად შეველევი თითოეულ მათგანს. ამის მიუხედავად, ადამიანებს აქვთ თავისუფალი არჩევანი და ასეთი არჩევანი ნამდვილად არის „ქართულ ოცნებაში", მაგრამ ბოლომდე შევეცდებით, რომ ყველა მხარემ, ვინც დისკუსიაში ჩართულნი ვართ, მაქსიმალურად დავაახლოვოთ პოზიციები.

ჩვენ არ ვართ არც საბავშვო ბაღში და არც სკოლაში. მე გედის მოლოდინებთან არ მაქვს ისეთი შეხება, როგორც საკუთარ შეგრძნებებთან და ვიცი, რომ თითოეული ადამიანი ღირებულია ჩვენთვის და სანამ ამ სივრცეში ვიქნები, ვეცდები პოზიციების დაახლოებას და არა დაშორებას“, - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა