პრემიერი - განათლების სისტემასა და მეცნიერებაში პრობლემები ჯერაც ძალიან ბევრია და შეუძლებელია ამ გამოწვევების დაძლევა რადიკალური ცვლილებების გარეშე

გულწრფელად უნდა ვაღიაროთ, რომ განათლების სისტემასა და მეცნიერებაში პრობლემები ჯერ კიდევ ძალიან ბევრია და შეუძლებელია ამ გამოწვევების დაძლევა რადიკალური ცვლილებების გარეშე, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განათლების რეფორმის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, ყველაზე მძიმე გამოწვევაა ის, რომ განათლება და მეცნიერება დაშორდა ეკონომიკურ განვითარებას.

„დღეს საზოგადოების წინაშე გამოგვაქვს განათლების რეფორმა, რომელიც სრულიად მორგებულია ჩვენს რეალობასა და იმ გამოწვევებზე, რომელიც განათლების სისტემაში გვაქვს. რეფორმა ხუთივე საფეხურს მოიცავს: სკოლამდელი განათლება, ზოგადი განათლება, პროფესიული განათლება, უმაღლესი განათლება და მეცნიერება. არაერთი მიმართულებით უკვე გადაიდგა ქმედითი ნაბიჯები და საფუძველი ჩაეყარა მნიშვნელოვან პროცესებს. თუმცა, გულწრფელად უნდა ვაღიაროთ, რომ განათლების სისტემასა და მეცნიერებაში პრობლემები ჯერაც ძალიან ბევრია და შეუძლებელია ამ გამოწვევების დაძლევა რადიკალური ცვლილებების გარეშე. წლების განმავლობაში ჩვენი ქვეყნის განათლების სექტორში შეიქმნა დეფიციტი, რომელიც სასწრაფოდ უნდა აღმოიფხვრას. ყველაზე მძიმე გამოწვევაა, რომ ეკონომიკური განვითარება, განათლება და მეცნიერება ერთმანეთს დაშორდა. ეს იყო ძალიან დიდი დარტყმა ჩვენი ეკონომიკური პოტენციალისთვის. ჩვენი ქვეყნის განვითარების სტრატეგიაში სწორედ ეს ორი მიმართულება იქნება განმსაზღვრელი“, - განაცხადა ბახტაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა