მამუკა ბახტაძე - არ მსურს საქართველოში ვიხილო მხოლოდ ელიტური და პრესტიჟული სკოლები, ყველა სკოლა უნდა იყოს წარმატებული

არ მსურს საქართველოში ვიხილო მხოლოდ ელიტური და პრესტიჟული სკოლები, ყველა სკოლა უნდა იყოს წარმატებული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განათლების რეფორმის შემაჯამებელ პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„განათლების რეფორმაში ჩვენი პრიორიტეტი იქნება მასწავლებელი და მისი საზოგადოებრივი სტატუსი. ადეკვატური გახდება მასწავლებლის შრომის ანაზღაურება, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სპეციალური საჭიროებების მქონე მოსწავლეებს, ინკლუზიურობას და სასკოლო სივრცეში მათ ინტეგრაციას, უზრუნველყოფილი იქნება უსაფრთხო, ძალადობისგან თავისუფალი და კეთილგანწყობილი გარემო. მოხდება სკოლების აშენება-რეაბილიტაცია. ჩვენ უკვე წელს გავზარდეთ ბიუჯეტი 2,5-ჯერ, ამ მიმართულებით. მე ნამდვილად არ მსურს საქართველოში ვიხილო მხოლოდ ელიტური და პრესტიჟული სკოლები, საქართველოში ყველა სკოლა უნდა იყოს წარმატებული და ძალიან მაღალი ხარისხის“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მისივე თქმით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა რეგიონებში სკოლებს, როგორც ადამიანური, ისე ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა