საინიციატივო ჯგუფი - გავაერთიანებთ ძალისხმევას, რომ მართლმსაჯულება კეთილსინდისიერი მოსამართლეების ხელში აღმოჩნდეს

ჩვენ არ დავუშვებთ სასამართლოს იდეის დასამარებას და გავაერთიანებთ ძალისხმევას, რომ მართლმსაჯულება კეთილსინდისიერი მოსამართლეების ხელში აღმოჩნდეს, - ამის შესახებ ნათქვამია სამოქალაქო მოძრაობა "მართლმსაჯულების გადსარჩენად" საინიციატივო ჯგუფის განცხადებაში, რომლითაც „ქართული ოცნების" 2019 წლის 5 თებერვლის განცხადებას პასუხობენ.

საინიციატივო ჯგუფის განცხადებას "ინტერპრესნიუსი" უცლელად გთავაზობთ.

„დამოუკიდებელი, თავისუფალი და სამართლიანი სასამართლო დემოკრატიული სახელმწიფოს განვითარების, სამართლიანობისა და მშვიდობის დამკვიდრების აუცილებელი წინაპირობაა. ჩვენს ქვეყანაში დამოუკიდებელი სასამართლოს შექმნა დღემდე ვერ მოხერხდა.

2012 წელს ხელისუფლებაში მოსული „ქართული ოცნება“ ალიანსში შევიდა სასამართლოში არსებულ კლანთან მიხეილ ჩინჩალაძისა და ლევან მურუსიძის მეთაურობით. ეს ჯგუფი წინა ხელისუფლების პირობებში მართავდა და ტოტალურ მორჩილებში ამყოფებდა სასამართლო სისტემას, იღებდა და ასრულებდა პოლიტიკურ შეკვეთებს. საზოგადოებისთვის ცხადი გახდა, რომ მათი მმართველობის პირობებში შეუძლებელია სასამართლო სისტემის გაჯანსაღება საკანონმდებლო ცვლილებებით.

სწორედ ამიტომ, 2019 წლის იანვარში საზოგადოების ფართო წრეების მონაწილეობით შემუშავდა მანიფესტი, რომელიც ითხოვს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს იმ 11 წევრის გადადგომას, რომელმაც მხარი დაუჭირა პარლამენტში წარდგენილ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა 10 კაციან სიას, ასევე კლანის ლიდერების, მიხეილ ჩინჩალაძის და ლევან მურუსიძის გადადგომას.

მმართველი პარტიის პოლიტიკურმა საბჭომ, ნაცვლად იმისა, რომ გაეაზრებინა საზოგადოების პროტესტი და გადაედგა ქმედითი ნაბიჯები სასამართლოში არსებული მძიმე ვითარების გამოსასწორებლად, 2019 წლის 5 თებერვალს მიიღო რეზოლუცია, რომლითაც თავს ესხმის სისტემის გაჯანსაღების მსურველთ, ბრალს სდებს მათ კავშირში ნაციონალურ მოძრაობასთან, მაშინ, როცა თავად მხარდაჭერას და ნდობას უცხადებს სწორედ ნაციონალური მოძრაობის დროს სასამართლოში შექმნილ და გაბატონებულ კლანს.

საპასუხოდ გვინდა განვაცხადოთ, რომ საზოგადოება გააგრძელებს მობილიზაციას სასამართლო სისტემის გათავისუფლების, გაჯანსაღებისა და რეალური დამოუკიდებლობისთვის", ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, საინიციატივიო ჯგუფი დაკომპლექტებულია მოქალაქეებით, სტუდენტებით, იურისტებით და სხვადასხვა სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებით.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა