„ბანკების ასოციაციის“ პრეზიდენტი - დაგროვებითი პენსიის სისტემა ამბიციური პროექტია

დაგროვებითი პენსიის სისტემა ამბიციური პროექტია, - ამის შესახებ „ბანკების ასოციაციის“ პრეზიდენტმა, ალექსანდრე ძნელაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, გრძელვადიანი რესურსი, რომელიც დასაქმებულის, დამსაქმებლის და სახელმწიფოს 2-2%-იანი დანაზოგების აკუმულირებით შეიკრიბება და სტიმული გახდება ქართული კაპიტალის, ასევე ფასიანი ქაღალდების ბაზრის შემდგომი განვითარებისთვის.

„მიუხედავად 40 წელს გადაცილებული მოქალაქეების ნებაყოფლობითობისა, ჩაერთონ თუ არა საპენსიო სქემაში, დარწმუნებული ვართ, რომ დასაქმებულთა უმეტესი ნაწილი დადებითად გადაწყვეტს აღნიშნულ საკითხს. სახელმწიფოს მზაობა, გრძელვადიანი პერიოდის განმავლობაში დააბანდოს გადასახადებიდან შემოსული თანხის ნაწილი მოქალაქეების უზრუნველი სიბერის უზრუნველსაყოფად, მისასალმებელია, დარწმუნებული ვართ, უახლოეს პერიოდში ვიხილავთ არაერთ ინიციატივას, რომელიც ასევე მოიცავს თვითდასაქმებულების და უმუშევრების საპენსიო სქემების დააახლოებას დასაქმებული პირების დაგროვებით პენსიასთან", - განაცხადა „ბანკების ასოციაციის“ პრეზიდენტმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა