თინა ხიდაშელი - სასამართლო ხელისუფლების უმთავრესი პრობლემა არ არის არც ერთი ცალი ჩინჩალაძე და ერთი ცალი მურუსიძე, მთავარი პრობლემაა რეპუტაციული სისუსტე

სასამართლო ხელისუფლების უმთავრესი პრობლემა არ არის არც ერთი ცალი მიხეილ ჩინჩალაძე და არც ერთი ცალი ლევან მურუსიძე, ყველაზე მთავარი და დიდი პრობლემა არის რეპუტაციული სისუსტე, - ამის შესახებ სასამართლო სისტემაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „ნიუსრუმი“ სტუმრობისას განაცხადა.

ასევე, თინა ხიდაშელი, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს გუშინდელ განცხადებასაც ეხმაურება და აცხადებს, რომ აღნიშნული განცხადების დამწერის ვინაობით არის დაინტერესებული.

„მურუსიძე უფრო კვალიფიციურად წერს დარწმუნებული ვარ. მართლა გულწრფელად მაინტერესებს ვინ დაწერა იმ განცხადების ტექსტი შინაარსობრივადაც, ენობრივადაც და რაც მთავარია, მაინტერესებს უსინდისობის მასშტაბი. ვინ არის ის ადამიანი, ვინც ასეთ სასწაულებს წერს. ვფიქრობ, იმით, რაც საღამოს გვამცნო პარლამენტის თავმჯდომარემ, ყველა ინტერპრეტაცია დასრულდა. მან გვითხრა, რომ ეს მოსამართლეები ცუდი ხალხი იყო, რომელიც ცუდ რაღაცებს აკეთებდა „ნაციონალური მოძრაობის“ დროს და ახლა კარგი ხალხი გახდა იმიტომ, რომ ჩვენს დროს კარგ რაღაცებს აკეთებენო. სასამართლო ხელისუფლების უმთავრესი პრობლემა არ არის არც ერთი ცალი მიხეილ ჩინჩალაძე და არც ერთი ცალი ლევან მურუსიძე. ყველაზე მთავარი და დიდი პრობლემა არის რეპუტაციული სისუსტე, რომელიც ჩვენს სასამართლოს აქვს და ეს სისუსტე სწორედ ასეთი ადამიანების სასამართლოში ყოფნით არის. ხვალ რომ მართლა ანგელოზებად იქცნენ ისინი, ეს საქმეს ვერ უშველის.

ეს ადამიანები დღევანდელი ხელისუფლებისთვისაც ისეთივე მისაღები აღმოჩნდნენ, როგორც წინა ხელისუფლებისთვის. ამ ადამიანებს ბოლომდე გადაეფარა დღევანდელი ხელისუფლება ისე, როგორც წინა ხელისუფლება. ხვალ ჩვენ შეიძლება მივიღოთ სია, რომელიც არაფერს გვეტყვის, მაგრამ უფრო უარესები იქნებიან. როცა ნდობა ასე ეცემა, იქ უკვე ხელისუფლება იცვლება“,- განაცხადა ხიდაშელმა.

იხილეთ ვიდეო

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა