მიხეილ ბატიაშვილი - რამდენიმე კვირაში როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო უნივერსიტეტებს მაღალი ხარისხის სამეცნიერო რესურსებთან უფასო წვდომა ექნებათ

რამდენიმე კვირაში როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო უნივერსიტეტებს მაღალი ხარისხის სამეცნიერო რესურსებთან უფასო წვდომა ექნებათ, - ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა განათლების სისტემის რეფორმის პრეზენტაციაზე განაცხადა. მისი თქმით, სახელმწიფოს მიერ ამ რესურსის შესყიდვა მოხდება.

"სახელმწიფო უზრუნველყოფს, რომ რამდენიმე კვირაში ჩვენს უნივერსიტეტებს, სახელმწიფოსაც და კერძოსაც, მაღალი ხარისხის სამეცნიერო რესურსებთან ჰქონდეს უფასო წვდომა. ეს არის ასიათასობით ღირებულების რესურსი, რომელიც ბევრ შემთხვევაში ჩვენი საგანმანათლებლო ინსტიტუტებისთვის ხელმისაწვდომი არაა. ამიტომ, სახელმწიფომ ფაქტობრივად დაასრულა მუშაობა, რათა ამის ცენტრალიზებულად შესყიდვა მოახდინოს და ყველა უნივერსიტეტს, ყველა მკვლევარს ჰქონდეს შესაძლებლობა, უფასოდ ისარგებლოს ამ რესურსით. აქ არის თავმოყრილი მთელი მსოფლიოს ცოდნა, მსოფლიო კვლევების გამოცდილება და ფაქტობრივად, გაზაფხულიდან ასეთი ცოდნა ყველა ადამიანისთვის ხელმისაწვდომი გახდება,"- განაცხადა მინისტრმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა