ლევან კობერიძე - კახა კალაძის განცხადება არ მიმიღია ისე, რომ ეს არის გუნდის დატოვებისკენ წაქეზება

მმართველ გუნდს, ალბათ, ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა აქვს იმისათვის, რომ პარტიის შიგნით მიმდინარე პროცესები მოსამართლეების საკითხთან დაკავშირებით იმგვარად წარიმართოს, რომ ქვეყნის ინტერესებს არ შეექმნას რაიმე პრობლემა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან კობერიძემ პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ამ თემასთან დაკავშირებით შეხვედრები ინტენსიურ რეჟიმში იმართება.

„თქვენც ხედავთ, რომ შეხვედრების საკმაოდ ინტენსიური პროცესია. თემა რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის. მმართველ გუნდს აქვს, ალბათ, ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა იმისათვის, რომ პარტიის შიგნით მიმდინარე პროცესები ამ საკითხთან დაკავშირებით იმგვარად წარიმართოს, რომ საბოლოო ჯამში, ყველაზე მთავარ ღირებულებას ქვეყნის ინტერესებს არ შეექმნას რაიმე პრობლემა,“ - განაცხადა ლევან კობერიძემ.

დეპუტატი ასევე გამოეხმაურა კახა კალაძის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ვისაც გუნდის დატოვება სურს, მათთვის კარი ღიაა. ლევან კობერიძეს არ მიაჩნია, რომ პარტიის გენერალური მდივნის მხრიდან ეს გუნდის დატოვებისკენ მოწოდება იყო.

„მე არ ვფიქრობ, რომ კალაძის განცხადება მოწოდება იყო გუნდის დატოვებისკენ. მან თავის პოზიცია გამოხატა იმ საკითხთან დაკავშირებით, როდესაც ჟურნალისტები ან თავად დეპუტატები სვამენ კითხვებს დატოვება-არ დატოვებასთან დაკავშირებით. მე არ მიმიღია ისე, რომ ეს არის გუნდის დატოვებისკენ რაიმე წაქეზება,“ - აღნიშნა კობერიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა