პარლამენტთან გაშლილ ერთ-ერთ კარავში ცეცხლი გაჩნდა

პარლამენტის წინ, შვილმკვდარი მამების მიერ გაშლილ ერთ-ერთ კარავში ცეცხლი გაჩნდა. ცეცხლი გამათბობელს გაუჩნდა და საბნებსა და ლეიბებზე გადავიდა, თუმცა მისი ლიკვიდაცია მალევე მოხდა.

როგორც მალხაზ მაჩალიკაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ის შემთხვევის დროს პარლამენტთან არ იყო, თუმცა მისი ინფორმაციით, ცეცხლის ჩაქრობა პატრულის თანამშრომლების დამსახურებაა, რომელთაც სახანძრო-სამაშველო ჯგუფს შემთხვევა დროულად შეატყობინეს.

„ინციდენტის დროს აქ არ ვყოფილვარ, მეც შემატყობინეს, დამირეკეს და მოვედი. რამდენადაც ვიცი, გამათბობელს წაეკიდა ცეცხლი, სადენს მოეკიდა, იქიდან მოხდა ამ პატარა ცეცხლის გაჩენა. უბრალოდ, ლეიბები დაიწვა, მეტი ისეთი არაფერი. როგორც ვიცი, მალე ჩააქრეს. პატრულის თანამშრომლების დამსახურებაა, რომ დაინახეს ცეცხლი და დროულად იმოქმედეს“, - განაცხადა მაჩალიკაშვილმა.

იხილეთ ვიდეო: პარლამენტის წინ, შვილმკვდარი მამების აქციაზე ერთ-ერთ კარავში ცეცხლი გაჩნდა

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა