გენერალური პროკურატურა ე.წ. კაბელების საქმის ადვოკატის ლევან სამუშიას განცხადებას პასუხობს

საქართველოს გენერალური პროკურატურა ე.წ. კაბელების საქმის ადვოკატის ლევან სამუშიას განცხადებას პასუხობს. ლევან სამუშია ირაკლი კობახიძისა და ყველა იმ პირის დაკითხვას ითხოვს, რომელმაც კობახიძეს „ნახევრად გრიფირებული“ მასალების გაცნობის საშუალება მისცა.

საქართველოს პროკურატურა განმარტავს, რომ ე.წ. „კაბელების საქმესთან“ დაკავშირებით 2014 წლის 25 ნოემბერს, სისხლის სამართლის საქმის მასალებს მოეხსნა გრიფი „საიდუმლო“.

„ინტერპრესნიუსი“ გენერალური პროკურატურის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, საქართველოს პროკურატურა განმარტავს, რომ ე.წ. „კაბელების საქმესთან“ დაკავშირებით 2014 წლის 25 ნოემბერს, სისხლის სამართლის საქმის მასალებს მოეხსნა გრიფი საიდუმლო. კერძოდ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა, როგორც ერთადერთმა კომპეტენტურმა ორგანომ, საიდუმლოების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე, თავდაცვის სამინისტროს და პროკურატურის მიმართვის შემდეგ, შეისწავლა საქმის მასალები და დასაშვებად მიიჩნია გრიფის მოხსნა, გარდა იმ ნაწილისა, რომლებიც შეიცავს ქვეყნის სამხედრო უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საიდუმლო ინფორმაციას. 2014 წლის 25 ნოემბრის შემდეგ სისხლის სამართლის საქმის მასალების 90%-ზე მეტი იყო არასაიდუმლო.

ე.წ. „კაბელების საქმეზე“ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის შემდეგ, საზოგადოების სრულად ინფორმირების მიზნით, პროკურატურამ მიზანშეწონილად მიიჩნია გაესაჯაროვებინა საქმის მტკიცებულებების ნაწილი და 2016 წლის 19 მაისს, საქართველოს პროკურატურის ოფიციალურ ვებ-გვერდზე - www.pog.gov.ge - გამოქვეყნდა სისხლის სამართლის საქმის არასაიდუმლო დოკუმენტების დიდი ნაწილი, რომელიც იძლეოდა შესაძლებლობას დაინტერესებულ პირს მიეღო სრულყოფილი ინფორმაცია თუ რა მტკიცებულებებზე დაყრდნობით გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი სასამართლომ.

2016 წლის 16 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ბრალდებული თავდაცვის სამინისტროს ხუთი მაღალჩინოსანი დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, ,,დ“ და მესამე ნაწილის ,,ბ“ პუნქტებით და მათ თავისუფლების აღკვეთა 7 წლით და 2 წლით თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა მიესაჯათ.

2017 წლის 26 იანვარს თბილისის სააპელაციო სასამართლომ შეცვალა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწვეტილება და ხუთივე ბრალდებული დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით. თითოეულ მათგანს მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 1 წლისა და 6 თვის ვადით.

შეგახსენებთ, რომ „კაბელების საქმის“ ადვოკატი ლევან სამუშია ირაკლი კობახიძისა და ყველა იმ პირის დაკითხვას ითხოვს, რომელმაც პარლამენტის თავმჯდომარეს მასალების გაცნობის საშუალება მისცა.

ირაკლი კობახიძის განცხადებისთანავე საქართველოს მთავარ პროკურატურას უნდა დაეწყო გამოძიება. აქ არის დანაშაულის ნიშნები, ცალსახად იკვეთება დანაშაულის ნიშნები.

სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციაზეა საუბარი ელემენტარულად, მაგრამ "გაპრავება" კობახიძის და მისი მეგობრების მხრიდან, რომ ნახევრად გრიფირებულ საქმეს გაეცნო - ეს არის უბრალოდ სასაცილო, ამას ჯობია საერთოდ არ თქვან არაფერი, ვინაიდან მაშინ მიგვითითონ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის რაიმე ნორმა, რის საფუძველზეც შესაძლებლობა ექნებოდა სისხლის სამართლის საქმეს გასცნობოდა კობახიძე, თუნდაც ნახევრად გრიფირებულს, რასაც ლაპარაკობენ ამ სასაცილო ტერმინს, რის საფუძველზე გაეცნო და მოუწოდონ პროკურატურას, ვინ გააცნო თქვენგან ეს საქმე კობახიძეს“ , - განაცხადა ლევან სამუშიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა