ლევან გოგიჩაიშვილი - ჩემ თავში გადაწყვეტილება უკვე მიღებული მაქვს, ამას გავახმოვანებ მაშინ, როცა საჭიროდ ჩავთვლი

ჩემ თავში გადაწყვეტილება მიღებული მაქვს, ამას გავახმოვანებ იმ დროს, როცა ჩავთვლი საჭიროდ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, სადაც მას ჟურნალისტებმა ჰკითხეს, გამორიცხავს თუ არა პარტიის დატოვებას.

მისივე თქმით, ვერ გადალახავს იმ მორალურ ზღვარს, რომლითაც მასსა და "ნაციონალურ მოძრაობას" შორის ზღვარი წაიშლება.

"მე მინდა დავინახო, ზუსტად სად დავშორდით და სად ვერთდებით. გუშინდელი განცხადება არის, რომ ვშორდებით. ეს არაა ის დაკვეთა, რა დაკვეთითაც "ქართული ოცნება" დღეს ხელისუფლებაშია. მე ვერ გადავლახავ იმ მორალურ ზღვარს, სადაც ჩემსა და "ნაციონალურ მოძრაობას" შორის ზღვარი წაიშლება. ჩემთვის ისიც მიუღებელია კატეგოროულად, უთხრა ასი ათასობით ადამიანს, რომ შენ თუ არ მოგწონს მაგალითად, გვრიტიშვილი და ამას იტყვი, ხარ "ნაციონალური მოძრაობა". ესაა კატეგორიულად მიუღებელი და შეურაცხმხყოფელი", - განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა