მამუკა მდინარაძე - ვიდრე კარგად არ გავეცნობი მალხაზ მაჩალიკაშვილის მოთხოვნას, საჯარო პოზიციის დაფიქსირებას მოვერიდებოდი

ვიდრე კარგად არ გავეცნობი იმ მოთხოვნას, რაც მალხაზ მაჩალიკაშვილს წერილში აქვს, საჯარო პოზიციის დაფიქსირებას მოვერიდებოდი, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„მე ჯერ არ მიმიღია ეს წერილი, რამდენიმე წუთის წინ თქვენმა კოლეგამ ტელეფონში მაჩვენა. ასე უცებ არ შეიძლება პასუხი გავცე. მე ამ წერილს აუცილებლად გავეცნობი, ზოგადად ვიცი, რომ ეს არის ძალიან მტკივნეული თემა. როდესაც გარდაცვლილ ადამიანზეა საუბარი, ყოველთვის ძალიან უხერხულია ასეთ თემებზე საუბარი. თუმცა, არის გარკვეული საგამოძიებო თემები, რომლის დეტალებზე წვდომაც არ გვაქვს ხოლმე და ამ დეტალებზე მასობრივი საშუალებებით საუბარი შეიძლება არ იყოს სწორი. მე მოვერიდებოდი ამაზე საჯარო პოზიციის დაფიქსირებას, ვიდრე კარგად არ გავეცნობი იმ მოთხოვნას, რაც წერილში აქვს მალხაზ მაჩალიკაშვილს", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა პარლამენტში 150 დეპუტატის სახელზე მიმართვა შეიტანა. მალხაზ მაჩალიკაშვილი მოითხოვს, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნას.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა