პროკურატურის გადაწყვეტილებით, ზაზა სარალიძესთან შეხვედრა დღეს გაიმართება

გენერალურ პროკურატურაში ზაზა სარალიძესთან შეხვედრის გადაწყვეტილება მიიღეს. ზაზა სარალიძე საგამოძიებო უწყებაში ადვოკატ ნესტან ლონდარიძესთან და უფლებადამცველ ალეკო ცქიტიშვილთან ერთად შევიდა.

ზაზა სარალიძემ პროკურატურაში შესვლამდე ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ ის საგამოძიებო უწყებაში დასვამს ყველა იმ კითხვას, რაც მას დაუგროვდა, როგორც მის საქმესთან, ასევე მისი შვილის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით.

ზაზა სარალიძისთვის უცნობია პროკურატურაში შეხვედრა ვისთან მოხდება, იქნებიან ეს საქმის პროკურორები, თუ გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა