სპეციალური ჯგუფები იქმნება, რომლებიც ადგილობრივ დონეზე ხანძრების დამატებით ტერიტორიებზე გავრცელების რისკებს გააკონტროლებენ

სპეციალური ჯგუფები იქმნება, რომლებიც ადგილობრივ დონეზე გააკონტროლებენ ხანძრების დამატებით ტერიტორიებზე გავრცელების რისკებს, - ამის შესახებ განცხადებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბოლო პერიოდში მოქალაქეების მხრიდან საკუთარ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე ნარჩენებს წვავენ და ვეღარ ახერხებენ ცეცხლის შეკავებას, რის გამოც ხანძარი მასშტაბურ ტერიტორიებზე ვრცელდება. საგანგებო სიტუაციების სამსახური მოქალაქეებს მოუწოდებს მეტი სიფრთხილე გამოიჩინონ.

„ბოლო პერიოდში, გახშირდა შემთხვევები, როდესაც მოქალაქეები საკუთარ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე, ტერიტორიის დასუფთავების მიზნით, წინა წლის მოსავლის ნარჩენებს წვავენ. ასევე ხშირად, მოქალაქეები ვეღარ ახერხებენ ცეცხლის შეკავებას და ხანძარი მასშტაბურ ტერიტორიებზე ვრცელდება. არის შემთხვევები, როდესაც დაგვიანებით ხდება სახანძრო-სამაშველო ჯგუფების გამოძახება. პრევენციის მიზნით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა, საქართველოს ათივე რეგიონში, გუბერნიებისა და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრები დაიწყო. იქმნება სპეციალური ჯგუფები, რომლებიც ადგილობრივ დონეზე გააკონტროლებენ ხანძრების დამატებით ტერიტორიებზე გავრცელების რისკებს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მეტი სიფრთხილე და პასუხისმგებლობა, რათა მსგავსი შემთხვევების დროს, არ შეუქმნან საფრთხე ახლომდებარე დასახლებულ პუნქტებს, მინდვრებსა და ტყის მასივებს,” - ნათქვამია განცხადებაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა