მზია თოდუა თელაველ სტუდენტებს შეხვდა

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარემ მზია თოდუამ, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტებთან, რომლებიც პროფესორ-მასწავლებლებთან ერთად ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ უზენაესი სასამართლოს ისტორიულ შენობაში, შეხვედრა გამართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ უზენაესი სასამართლოდან აცნობეს, უზენაეს სასამართლოში თელაველ სტუდენტთა სტუმრობას ორგანიზება პროფესორმა მარინა კვაჭაძემ გაუწია, რომელიც უზენაეს სასამართლოში ანალიტიკურ განყოფილებას ხელმძღვანელობს და თელავის უნივერსიტეტის პროფესორია.

„მზია თოდუა მიესალმა თელავის უნივერსიტეტის სტუდენტებს და ისაუბრა სასამართლო სისტემის სტრუქტურის, მათ შორის უზენაესი სასამართლოს ფუნქციის, პალატების საქმიანობის, ზოგადად მართლმსაჯულების წინაშე მდგარი გამოწვევების შესახებ.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ყურადღება გაამახვილა იურისტის კვალიფიკაციისა და განათლების, პროფესიული პასუხისმგებლობისა და სამართლის ნორმების გამოყენების მნიშვნელობაზე. მზია თოდუამ ასევე ისაუბრა მის მიერ, როგორც იურისტის და შემდგომ მოსამართლის, განვლილ გზაზე, მნიშვნელოვან მომენტებზე საკუთარი პროფესიული გამოცდილებიდან და სამოსამართლო პრაქტიკიდან. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, იურისტის პროფესიის მნიშვნელოვან თვისებებად დაასახელა სწრაფი კონცენტრაციის უნარი, ინტუიცია, სიმამაცე და შეუვალობა სხვადასხვა ზემოქმედებისა და ზეგავლენების მიმართ. სტუდენტები დაინტერესდნენ მოსამართლის პროფესიის არჩევის, მოსამართლის თანაშემწისა და მწერალი თანაშემწის პროფესიისადმი პროფესიული მოთხოვნების დეტალებით.

შეხვედრის დასასრულს სტუდენტებს უზენაესი სასამართლოს ისტორიული შენობის შესახებ სამახსოვრო ვიდეო-ბუკლეტები დაურიგდათ. თელაველმა სტუდენტებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა მოსამართლე მზია თოდუა თელავის უნივერსიტეტში საჯარო ლექციისათვის მიიწვიეს, რაც უახლოეს მომავალში გაიმართება“, - ნათქვამია უზენაესი სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა