პარლამენტში ხვალ განათლების მინისტრს მოუსმენენ

პარლამენტში 7 თებერვალს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრ მიხეილ ბატიაშვილს მოუსმენენ. ბატიაშვილის მოსმენა დაგეგმილია როგორც პლენარული სხდომის ფორმატში, ასევე განათლებისა და მეცნიერების კომიტეტში.

ბატიაშვილი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე რეგლამენტის იმ მუხლის საფუძველზე მიდის, როცა მინისტრი მოსმენის ინიციატივით პარლამენტს თავად მიმართავს. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი პარლამენტის ტრიბუნიდან გაწეული მუშაობის ანგარიშის წარდგენასა და დაგეგმილ რეფორმებზე აპირებს საუბარს, რის შემდეგაც დეპუტატების კითხვებს უპასუხებს.

რაც შეეხება საკომიტეტო სხდომას, მიხეილ ბატიაშვილის მოსმენა ზუგდიდის მეექვსე სკოლის შემთხვევასთან დაკავშირებით იგეგმება. აღნიშნულ საკითხზე კომიტეტში ბატიაშვილი ფრაქცია “ევროპულმა საქართველომ“ დაიბარა.

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს