ნესტან ლონდარიძე - არც ერთი პროკურორი არ გვაყენებს საქმის კურსში, სწორედ ეს დავაფიქსირეთ შალვა თადუმაძესთან

შეხვედრის დაგვიანების თაობაზე პროკურატურაში აღნიშნეს, რომ საქმის განმხილველ პროკურორებს არ ეცალათ, - ამის შესახებ ზაზა სარალიძის ადვოკატმა ნესტან ლონდარიძემ გენერალურ პროკურატურაში შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, მომავალ კვირაში, 12 თებერვალს შედგება მთავარი პროკურორის მონაწილეობით შეხვედრა საქმის პროკურორებთან, სადაც ბევრ კითხვას უნდა გაეცეს პასუხი.

"ჩვენ გამოვხატეთ ჩვენი პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ არის კომუნიკაციის ნაკლებობა პროკურატურასთან. არც ერთი პროკურორი არ გვაყენებს საქმის კურსში. სწორედ ეს დავაფიქსირეთ შალვა თადუმაძესთან.

გარკვეული ინფორმაცია მან არ იცოდა და ეს არც დაუმალავს. აღნიშნა, რომ მოიკითხავს ამ ინფორმაციას და შევთანხმდით, რომ სამშაბათს, 12 თებერვალს დღის მეორე ნახევარში გაიმართოს შეხვედრა. მას დაესწრებიან როგორც ძირითადი საქმის, ასევე მის წინააღმდეგ წარდგენილი ბრალის პროკურორები. რაც შეეხება შეხვედრის დაგვიანებას, მათ აღნიშნეს, რომ საქმის განმხილველ პროკურორებს არ ეცალათ", - განაცხადა ნესტან ლონდარიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა