სტრატეგიის „განათლება მდგრადი განვითარებისთვის” სრულყოფისათვის სამუშაო შეხვედრა გაიმართა

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში სტრატეგიის „განათლება მდგრადი განვითარებისთვის” სრულყოფისათვის სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს.

შეხვედრის მონაწილეებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილმა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ირინე აბულაძემ მიმართეს.

როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, „განათლება მდგრადი განვითარებისათვის” სტრატეგიის მიზანი, განათლების სექტორში განხორციელებული ცვლილებებით, ქვეყანაში მდგრადი განვითარების პროცესების ხელშეწყობაა, რომლის შედეგადაც ჩამოყალიბებულ საზოგადოებას ექნება მდგრადი განვითარებისათვის შესაბამისი ცოდნა და უნარი.სტრატეგიით განსაზღვრული ცვლილებების სისტემურობისა და ეფექტიანობისათვის მნიშვნელოვანია მისი დანერგვა სწავლების ყველა საფეხურზე. სწორედ ამიტომ სტრატეგია მოიცავს სწავლების საფეხურს სკოლამდელი აღზრდიდან უმაღლეს განათლებამდე. მისი ქმედებები გათვლილია არა მხოლოდ სწავლების პროგრამულ მხარეზე, არამედ შესაბამისი ინფრასტრუქტურისა და განმანათლებელთა შესაძლებლობების განვითარებაზე.

„სწავლების ყველა საფეხურზე მდგრადი განვითარების საკითხების სრულფასოვანი დანერგვა და საჭირო უნარების განვითარება სხვადასხვა უწყებებს შორის მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობითაა შესაძლებელი,”- განაცხადა ნინო თანდილაშვილმა და იმედი გამოთქვა, რომ სტრატეგიის სამუშაო შეხვედრებში აქტიური თანამონაწილეობა სტრატეგიის განხორციელებისთვის საჭირო ქმედებებშიც გაგრძელდება.

სამინისტროს ინფორმაციით, ეროვნული სტრატეგია განათლება მდგრადი განვითარებისთვის, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით იქმნება და მისი შემუშავების პროცესში ჩართულნი არიან, როგორც საერთაშორისო ორგანიზაციები, ისე აკადემიური, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორების წარმომადგენლები.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა