აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მსოფლიო ბანკის ხელმძღვანელის პოსტზე დევიდ მალპასის კანდიდატურა წარადგინა.
დევიდ მალპასი აშშ-ს ხაზინას დეპარტამენტის მაღალჩინოსანია. მისი კანდიდატურა მსოფლიო ბანკის მმართველთა საბჭომ უნდა დაამტკიცოს.
შეგახსენებთ, რომ აშშ მსოფლიო ბანკის ყველაზე მსხვილი აქციონერია (საწესდებო კაპიტალში აქციების 16%) და ტრადიციისამებრ, თავისი კანდიდატი გაჰყავს აღნიშნული საერთაშორისო საკრედიტო ორგანიზაციის პრეზიდენტის თანამდებობაზე.
როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, დევიდ მალპასის კანდიდატურის წარდგენა იმაზე მეტყველებს, რომ ტრამპის ადმინისტრაციას მსოფლიო ბანკის საქმიანობაზე უფრო ხისტი კონტროლის განხორციელება სურს.