სერგი კაპანაძე - ნაუცბათევად დაანონსებული განათლების რეფორმა ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ია კერზაიას საქმის გადაფარვა უნდოდათ

ნაუცბათევად დაანონსებული განათლების სისტემის რეფორმა ტოვებს იმის შთაბეჭდილებას, რომ ია კერზაიას საქმის გადაფარვა უნდოდათ, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა სერგი კაპანაძემ პლენარული სესიის დაწყებამდე განაცხადა. დეპუტატი ვარაუდობს, რომ რეფორმა დაგეგმილზე ადრე დაანონსდა, რადგან დღეს მინისტრისთვის დეპუტატებს მხოლოდ ზუგდიდის მე-6 სკოლის დირექტორის, ია კერზაიას საქმის ირგვლივ არსებული კითხვები არ დაესვათ.

,,ჩვენ, რა თქმა უნდა, მწვავე კითხვები გვაქვს ია კერზაიას საკითხზე. ბოლო წლებში მოხდა განათლების სისტემის უკიდურესი პოლიტიზირება. რესურსცენტრები არიან პედაგოგებზე ზეწოლის ინსტრუმენტები და განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში. ეს სერიოზული პრობლემაა“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

მისივე თქმით, დაანონსებული სქემა უნარების გამოცდის გაუქმების და უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხვის კორუფციულ ნიშნებს შეიცავს და გავს იმ სქემას, რომელიც იყო 2000-იან წლებში.

„ბავშვი მოუმზადებელი გამოვა სკოლიდან და ჩააბარებს უცნაური ფორმულით. ეს ძალიან დიდი საფრთხის შემცველია, მითუმეტეს, როდესაც გრანტის განაწილების სქემაზე პასუხებიარ გვაქვს", - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა